პროდიუსერი ნატო დუმბაძე ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება და აღნიშნავს, რომ თავად ანტივაქსერი არ არის, მაგრამ ალერგიულია და ამ მოსაზრებით აცრას თავს არიდებს.
„ძალიან არ მსიამოვნებს დილიდან ისტერიკის კითხვა, ამას სააგენტოები და ტელევიზია ისედაც აშუქებს, ვხედავ, თუმცა მერე არასდროს აღარ ჩერდება, ვინაიდან შეარდება მეგობრების კედლებზეც და ეს სიგიჟეა უკვე. დავაკვირდი, აიცრება თუ არა ვინმე, მეორე დღესვე, ფოტოთი ვხვდები, მერე მიდის დევიზები და მოწოდებები: „აიცერით, ბნელებოოო…“ ასე რომ მოუწოდებენ, რამე ტრენდია? რას იკმაყოფილებენ ამით? თქვე ნათელმირონმდინარეებო, გეყოფათ ხალხის შემკობა-შეურაცხყოფა, მით უფრო, თუ „სიბნელეა“, თქვენ ამ ეპითეტებით ვერ „გაანათებთ“, ისევ, თქვენზე მეტყველებს ის, თუ როგორ განერვიულებთ ის ხალხი, ვისაც ბნელს ეძახით და არა მარტო ბნელს.
ვფიქრობ, თავისუფალი არჩევანი უნდა ჰქონდეს ყველას და როცა ტვინი მზად იქნება და შიში დაძლეული, მაშინ გადაწყვეტს, გაიკეთოს თუ არა აცრა. არავის აქვს უფლება, ვინმეს რამე მიუთითოს. ყველა ადამიანი ინდივიდია და თავად უნდა გადაწყვიტოს…“ - ამბობს ნატო დუმბაძე.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵რატომ არ გაეცნო ლიკა ქავჟარაძე ალენ დელონს - აქამდე უცნობი ისტორია