
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალ წელს და შობას, ე.წ. კომენდანტი საათი არ იმოქმედებს. ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი.
მისი თქმით, თუ გვინდა რომ ახალ წელს ხალხი „მოკრძალებულად“ შეხვდეს, არ უნდა გაუქმდეს ე.წ. კომენდანტი საათი.
„თუ ჩვენ ვაცხადებთ, რომ წელს განსხვავებული ახალი წელი უნდა იყოს, ეს კანონით უნდა გავამყაროთ და არ მოვხსნათ „კომენდანტის საათი“.
წინასაახალწლო დღეებს სერიოზული გავლენა ექნება ინფიცირების მატებაზე...
ჩვენ, ექიმებმა, რაც არ უნდა მოწყალე თვალებით ვთხოვოთ საზოგადოებას: ძალიან გთხოვთ ახალ წელს სხვანაირად შეხვდით და არ ესტუმროთ ნათესავებს-თქო ეს არ მოხდება.
ქართველების 70-80% არ დაგვიჯერებს, ეს, თავისთავად, 10-14 დღეში აუცილებლად მოახდენს გავლენას ეპიდემიის ტრაექტორიაზე“,- განაცხადა „პალიტრანიუსის“ ეთერში კულუმბეგოვმა.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
რა შეზღუდვა რჩება და რა იხსნება საახალწლოდ - ყველა ინფორმაცია მოკლედ
ცნობილია, საახალწლოდ რომელი საათიდან მოგიწევთ სავაჭროდ წასვლა და რომელ საათზე იქნება ფასდაკლებები