Digest Logo

ანალიზები, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებისას აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ

1607670908
ნანა სხილაძე ანალიზები

ექიმი ნანა სხილაძე კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოებას საჭირო რჩევების ჩამონათვალს ხშირად უზიარებს.

ამჯერად ექიმმა, დაწერა იმის შესახებ თუ რა ანა­ლი­ზე­ბის გა­კე­თე­ბა ხდე­ბა სა­ჭი­რო კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის დროს? რო­გორც ექი­მი აღ­ნიშ­ნავს, კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბის დროს სა­ჭი­როა შემ­დე­გი ანა­ლი­ზე­ბის გა­კე­თე­ბა:

  • სის­ხლის სა­ერ­თო ანა­ლი­ზი
  • C-რე­აქ­ტი­უ­ლი ცილა
  • D-დი­მე­რი
  • კო­ა­გუ­ლოგ­რა­მა

სის­ხლის სა­ერ­თო:​ სის­ხლის სა­ერ­თო ანა­ლიზ­ში კო­ვიდ პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით უმე­ტე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია:​

ლე­ი­კო­ცი­ტუ­რი - ნორ­მის სა­ზღვრე­ბი N (4.4 - 11.3 )

თრომ­ბო­ცი­ტუ­რი ფორ­მუ­ლა - ნორ­მის სა­ზღვრე­ბი N (177 - 393)​

ე­ი­კო­ცი­ტე­ბი სის­ხლში წარ­მოდ­გე­ნი­ლია სხვა­დას­ხვა სა­ხით:​ ესე­ნია:​ ნე­იტრო­ფი­ლე­ბით - ნორ­მის სა­ზღვრე­ბი N (50 - 70) ეო­ზი­ნო­ფი­ლე­ბით - ნორ­მის სა­ზღვრე­ბი H (0 - 5) ბა­ზო­ფი­ლე­ბით - ნორ­მის სა­ზღვრე­ბი N (0 - 1)აგ­რა­ნუ­ლო­ცი­ტე­ბით (ლიმ­ფო­ცი­ტე­ბი ნორ­მის სა­ზღვრე­ბი N (20 - 40) და მო­ნო­ცი­ტე­ბი ნორ­მის სა­ზღვრე­ბი - N (4 - 10).​თი­თო­ე­ულ მათ­განს თა­ვი­სი ფუნ­ქცია აქვს და სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის დროს მათი რა­ო­დე­ნო­ბა იც­ვლე­ბა.

​​ნე­იტრო­ფი­ლე­ბის მო­მა­ტე­ბა ინ­ფექ­ცი­ე­ბის, ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის, სის­ხლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის, ოპე­რა­ცი­ე­ბის შემ­დეგ შე­ი­ნიშ­ნე­ბა. მათი ახალ­გაზ­რდა ფორ­მე­ბის მო­მა­ტე­ბას ფორ­მუ­ლის მარ­ცხნივ გა­დახ­რას უწო­დე­ბენ. რაც უფრო მწვა­ვეა პრო­ცე­სი, მით უფრო მკვეთ­რია გა­დახ­რა.

​ნე­იტ­რო­პე­ნი­ას - (ნე­იტრო­ფი­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას) იწ­ვევს ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, თი­რე­ო­ტოქ­სი­კო­ზი და სხვა.

​ეო­ზი­ნო­ფი­ლე­ბი - იმა­ტებს ალერ­გი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის, ჰელ­მინ­თო­ზე­ბის დროს. ტრავ­მი­სა და სტრე­სის ფონ­ზე ყა­ლიბ­დე­ბა ანე­ო­ზი­ნო­ფი­ლია (სის­ხლში ეო­ზი­ნო­ფი­ლე­ბის არარ­სე­ბო­ბა).

​ლიმ­ფო­ცი­ტე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სის­ხლში გად­მოს­ვლა ხდე­ბა ვირუ­სუ­ლი პრო­ცე­სე­ბის, სის­ხლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის დროს და სხვა.

​ლიმ­ფო­ცი­ტო­პე­ნია (ლიმ­ფო­ცი­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბა) ვი­თარ­დე­ბა იმუ­ნო­დე­ფი­ცი­ტუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის, რა­დი­ა­ცი­უ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად.

​მო­ნო­ცი­ტე­ბი - სის­ხლის ყვე­ლა­ზე დიდი უჯრე­დე­ბია. ისი­ნი ანად­გუ­რე­ბენ ცო­ცხალ და მკვდარ მიკ­რო­ბებს, ან­ტი­გენ-ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის კომ­ლექ­სებს, რომ­ლე­ბიც ვირუ­სებ­თან, ბაქ­ტე­რი­ებ­სა და მათ ტოქ­სი­ნებ­თან ბრძო­ლი­სას წარ­მო­იქ­მნე­ბა. მათი რა­ო­დე­ნო­ბა იმა­ტებს სეპ­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის, ლორ­წო­ვა­ნის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის დროს.

​მო­ნო­ცი­ტო­პე­ნია (მო­ნო­ცი­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბა) ყა­ლიბ­დე­ბა სიმ­სივ­ნუ­რი პრო­ცე­სე­ბის უკა­ნას­კნელ ეტაპ­ზე.

​თრომ­ბო­ცი­ტე­ბი სის­ხლის შე­დე­დე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე უჯრე­დე­ბია. წარ­მო­იქ­მნე­ბა ძვლის ტვინ­ში და ცო­ცხლობს 7-10 დღე. მო­ნა­წი­ლე­ობს სის­ხლის შე­დე­დე­ბა­ში, აქვს ან­გი­ოტრო­ფუ­ლი ფუნ­ქცია, ახ­დენს შე­დე­დე­ბის ფაქ­ტო­რე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბას, უზ­რუნ­ველ­ყოფს სის­ხლძარ­ღვის სპაზმს.

​თრომ­ბო­ცი­ტო­პე­ნია - (თრომ­ბო­ცი­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა) თრომ­ბო­ცი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა.

​თრომ­ბო­ცი­ტო­პა­თია - მათი ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვა სის­ხლდე­ნი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს.

​თრომ­ბო­ცი­ტო­ზი არის მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ­ლის დრო­საც ორ­გა­ნიზ­მი წარ­მოქ­მნის ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით თრომ­ბი­ცი­ტებს. თრომ­ბო­ცი­ტე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სის­ხლის შე­დე­დე­ბა­ში. თუ მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია სხვა და­ა­ვა­დე­ბით, მა­გა­ლი­თად ინ­ფექ­ცი­ით, მას რე­აქ­ტი­უ­ლი თრომ­ბო­ცი­ტო­ზი ანუ მე­ო­რა­დი თრომ­ბო­ცი­ტე­მია ეწო­დე­ბა.

​ექიმ­მა შე­იძ­ლე­ბა თრომ­ბო­ცი­ტო­ზი აღ­მო­ა­ჩი­ნოს სის­ხლის სა­ერ­თო ანა­ლი­ზის შე­დე­გად. თუ სის­ხლის ანა­ლი­ზი გიჩ­ვე­ნებთ თრომ­ბო­ცი­ტოზს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დად­გე­ნა რე­აქ­ტი­უ­ლია თრომ­ბო­ცი­ტო­ზი თუ ესენ­ცი­უ­რი, რომ­ლის დრო­საც უფრო დიდი რის­კია თრომ­ბე­ბის წარ­მოქ­მნის.

​C რე­აქ­ტი­უ­ლი ცილა (CRP)

CRP არის მწვა­ვე ფა­ზის რე­აქ­ტან­ტი, რო­მე­ლიც სინ­თე­ზირ­დე­ბა ღვიძ­ლში და გა­მო­ი­ყო­ფა ან­თე­ბის დროს. ან­თე­ბის დროს ორ­გა­ნიზ­მში გა­მო­ყო­ფი­ლი CRP ააქ­ტი­უ­რებს კომ­პლე­მენტს, რა­საც შემ­დგომ­ში მოყ­ვე­ბა ფა­გო­ცი­ტო­ზი მაკრო­ფა­გე­ბის მიერ.

​რა­ტომ კეთ­დე­ბა CRP-ს ტეს­ტი?

​CRP-ს ძი­რი­თა­დად იყე­ნე­ბენ ორ­გა­ნიზ­მში ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის და­სად­გე­ნად. CRP აგ­რეთ­ვე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სის­ტე­მუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად (მაგ; რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტი, ვას­კუ­ლი­ტე­ბი), ასე­ვე ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის და­სად­გე­ნად.

​რო­გორ მო­ვემ­ზა­დოთ ანა­ლი­ზის­თვის და რა არის სა­ჭი­რო ანა­ლი­ზის გა­სა­კე­თებ­ლად?

​სპე­ცი­ა­ლუ­რი მომ­ზა­დე­ბა სა­ჭი­რო არ არის. ანა­ლი­ზის გა­სა­კე­თებ­ლად სა­ჭი­როა ვე­ნუ­რი სის­ხლი. X

​რას ნიშ­ნავს მო­მა­ტე­ბუ­ლი CRP?

​ტეს­ტის და­დე­ბი­თი შე­დე­გი ორ­გა­ნიზ­მში ან­თე­ბის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია.

​CRP მა­ტუ­ლობს შემ­დე­გი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს:

ინ­ფექ­ცი­ე­ბი­ნაწ­ლა­ვის ან­თე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ან­თე­ბა­რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ცხე­ლე­ბა

​(სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია) - CRP მა­ტუ­ლობს ორ­სუ­ლო­ბის ბოლო ტრი­მესტრში და კონ­ტრა­ცეფ­ტი­ვე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ. ნორ­მის სა­ზღვრე­ბია: CRP mg/L H(<5)

​D-დი­მე­რი

D-დი­მე­რი არის ფიბ­რი­ნის დეგ­რა­და­ცი­ის პრო­დუქ­ტი, პა­ტა­რა ზო­მის ცი­ლის ფრაგ­მენ­ტი, რო­მე­ლიც სის­ხლში კოლ­ტის დაშ­ლის შე­დე­გად ჩნდე­ბა.

​D-დი­მე­რი მი­უ­თი­თებს ორ­გა­ნიზ­მში თრომ­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე, თუმ­ცა არ მი­უ­თი­თებს თრომ­ბის მდე­ბა­რე­ო­ბას.

​რა­ტომ კეთ­დე­ბა D-დი­მე­რის ტეს­ტი?

​D-დი­მე­რის ტეს­ტი კეთ­დე­ბა ორ­გა­ნიზ­მში თრომ­ბის არ­სე­ბო­ბის გა­მო­სა­რი­ცხად.

​D-დი­მე­რის ტეს­ტი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სა­შუ­ა­ლო და და­ბა­ლი რის­კის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­ში (თრომ­ბის გან­ვით­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით) პულ­მო­ნუ­რი ემ­ბო­ლი­ი­სა და ღრმა ვე­ნუ­რი თრომ­ბო­ზის გა­მო­სა­რი­ცხად.

​რო­გორ მო­ვემ­ზა­დოთ ანა­ლი­ზის­თვის და რა არის სა­ჭი­რო ანა­ლი­ზის გა­სა­კე­თებ­ლად?

​სპე­ცი­ა­ლუ­რი მომ­ზა­დე­ბა სა­ჭი­რო არ არის. ანა­ლი­ზის გა­სა­კე­თებ­ლად სა­ჭი­როა ვე­ნუ­რი სის­ხლი.

​რას ნიშ­ნავს მო­მა­ტე­ბუ­ლი D-დი­მე­რი?​ D-დი­მე­რი ნორ­მა­ში <400ng/ml

​მო­მა­ტე­ბუ­ლი D-დი­მე­რი მი­უ­თი­თებს ორ­გა­ნიზ­მში თრომ­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე, თუმ­ცა არ მი­უ­თი­თებს თრომ­ბის მდე­ბა­რე­ო­ბას.

​D-დი­მე­რი მა­ტუ­ლობს შემ­დე­გი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს:​

ფილ­ტვის არ­ტე­რი­ის თრომ­ბო­ემ­ბო­ლია; ღრმა ვე­ნუ­რი თრომ­ბო­ზი; DIC - სინ­დრო­მი (დი­სე­მი­ნე­ბუ­ლი, ინ­ტრა­ვას­კუ­ლუ­რი კო­ა­გუ­ლა­ცია) – და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­საც ახა­სი­ა­თებს სის­ხძარ­ღვებ­ში სი­სიხ­ლის მი­მოქ­ცე­ვის დარ­ღვე­ვა, ფიბ­რი­ნო­ლი­ტი­კუ­რი და სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის სის­ტე­მის კომ­პო­ნენ­ტე­ბის გა­მო­ფიტ­ვა, თრომ­ბო­ზის­კენ და სის­ხლის შე­დე­დე­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა, ორ­გა­ნო­ებ­ში მიკ­რო­ცირ­კუ­ლა­ცი­ის დარ­ღვე­ვა, რა­საც მივ­ყა­ვართ მისი დის­ტრო­ფი­ი­სა და დის­ფუნ­ქცი­ის­კენ.აორ­ტის განშრე­ვე­ბა; ღვიძ­ლის კა­რის ვე­ნის თრომ­ბო­ზი​ კო­ა­გუ­ლოგ­რა­მა​ კო­ა­გუ­ლოგ­რა­მა მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას გავ­წვდის: სის­ხლდე­ნე­ბის,ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვე­ბის,თრომ­ბო­ზე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მათი პრო­ფი­ლაქ­ტი­კის, სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, ღვიძ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის, ინ­სულ­ტე­ბი­სა და ინ­ფარ­ქტე­ბის დროს.

​გარ­და ამი­სა, ან­ტი­კო­ა­გუ­ლან­ტე­ბით მკურ­ნა­ლო­ბი­სას ის ეხ­მა­რე­ბა ექიმს, სწო­რად შე­ურ­ჩი­ოს პა­ცი­ენტს ან­ტი­კო­ა­გუ­ლან­ტის დოზა. ასე­ვე კო­ა­გუ­ლოგ­რა­მით ფას­დე­ბა თრომ­ბო­ზის რის­კი ორ­სუ­ლო­ბი­სა და პე­რო­რა­ლუ­რი კონ­ტრა­ცეპ­ტი­ვე­ბის მი­ღე­ბის პე­რი­ოდ­ში. ამ დროს რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია კვლე­ვის 3 თვე­ში ერთხელ ჩა­ტა­რე­ბა. პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით კო­ა­გუ­ლო­გუ­ლოგ­რა­მის ჩა­ტა­რე­ბის სიხ­ში­რე პა­ცი­ენ­ტის ასაკ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი: ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის ის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია წე­ლი­წად­ში ერთხელ, ხან­დაზ­მუ­ლე­ბის­თვის - 6 თვე­ში ერთხელ.​

რა მაჩ­ვე­ნებ­ლებს მო­ი­ცავს კო­ა­გუ­ლოგ­რა­მა?​

კო­ა­გუ­ლოგ­რა­მა მო­ი­ცავს:

​აქ­ტი­ვი­რე­ბუ­ლი პარ­ცი­ა­ლუ­რი თრომ­ბოპ­ლას­ტი­ნის დრო (APTT); APTT - ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტეს­ტია სის­ხლის შე­დე­დე­ბის სის­ტე­მა­ზე წარ­მოდ­გე­ნის შე­საქ­მნე­ლად. ნორ­მის სა­ზღვრე­ბი - L (24.3 - 36.9)პროთ­რომ­ბი­ნის დროს (PT); (ნორ­მის სა­ზღვრე­ბი) H (9.1 - 12.1)პროთ­რომ­ბი­ნის ინ­დექსს (PI); ნორ­მის სა­ზღვრე­ბი - L (>70)(INR); ნორ­მის სა­ზღვრე­ბი H(0.9 - 1.2)ფიბ­რი­ნო­გე­ნის კონ­ცენ­ტრა­ცი­ას; ნორ­მის სა­ზღვრე­ბი H(2.2 - 4.9).

ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ!“- წერს ექიმი ნან სხილაძე, სოციალურ ქსელში.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

როგორ დავაჩქაროთ ყნოსვისა და გემოს აღდგენა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ

უნდა მოიხადოს თუ არა ყველამ COVID 19?

ცნობილია, როდიდან განაახლებს საქართველოს რკინიგზა მგზავრების გადაყვანებს