Digest Logo

„არ გვინდა ნერვიულობა და წინასწარი ნეგატიური სცენარები, კარგ ამბავს სიხარულით შევხვდეთ...“ - რას წერს ეპიდემიოლოგი

1636434606
ექიმ

„ახალი და კარგი ამბავი ძალიან მოკლედ! ჯერჯერობით მეტი დრო არ მაქვს, დამატებითი დეტალები მოგვიანებით“,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექიმი ეპიდემიოლოგი, თამრიკო ქვარცხავა წერს.
 

„Paxlovid – Pfizer-ის ანტირეტროვირუსული პროტეაზინჰიბიტორის კლინიკური კვლევის მონაცემების შუალედური (!) ანალიზის საფუძველზე კვლევა შეჩერდა, იმდენად პოზიტიური და დამაჯერებელი რეზულტატი მივიღეთ.

სავარაუდოდ „ახლა როცა ამ სტრიქონს ვწერ“, Pfizer პაკეტს ამზადებს და დაჩქარებულ საგანგებო ავტორიზაციაზე მიდის FDA-ში (რა თქმა უნდა რეგულატორებთან წინასწარი შეთანხმებით). ასეთ შემთხვევაში აღარ არის აუცილებელი კვლევის ბოლომდე მიყვანა.

სტატისტიკურად იმდენად მაღალია რეზულტატის ვალიდურობა (დამაჯერებლობის ხარისხი), რომ კვლევაში პაციენტების მკურნალობის გაგრძელება პლაცებოთი არაეთიკურია!

რაც შეეხება ახალ შესაძლო ვარსკვლავს… Paxlovid-ით მკურნალობა იწყება კოვიდის სიმპტომების დაწყებიდან პირველი 3 დღის განმავლობაში.

შედეგად ის 89% -ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილის რისკს. უსაფრთხოების პროფილი დამაკმაყოფილებელია. რომ არ დაფრხეთ, ამ ჯგუფის პრეპარატებს 1996 წლიდან ეფექტურად ვიყენებთ შიდსის მკურნალობისთვის.

ჰო კიდევ, წინა კვირას მესამე დოზით ავიცერი. არ მინდა იფიქროთ, რომ ეს ამბავი აუცრელობის შანსს გვიტოვებდეს.

P.S. არ გვინდა ნერვიულობა და წინასწარი ნეგატიური სცენარები (ჩვენამდე როდის მოღწევს? უთუზბირი ეღირება..). კარგ ამბავს სიხარულით შევხვდეთ, ისე როგორც თასების თასზე გატანილ გოლს! ჩემთვის ასეთი იყო შარშანდელი დეკემბერი როცა კოდი მოხსნეს ფაიზერის პირველი დიდი კვლევის მომაცემებს და აცრილებში 90%+ მეტი ეფექტურობა აღმოვაჩინეთ.

მეტი სიხარული და მეტი ჯანმრთელობა ყველას ყველა მხარეს“,- წერს თამრიკო ქვარცხავა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„ორჯერ აცრილმა დამაინფიცირა, ეს კი იმის ბრალია, რომ არავის და არაფერს ერიდებიან...“ - რას წერს ივერი

🔵„ქვეყნის ჩაკეტვა არ გაბედოთ, თუ დასაშვებია ათეულობით ათასი ადამიანისგან შემდგარი აქციები, მაშინ დაშვებულია ჩვენთვისაც, ვიცხოვროთ“ - ოთო აბესაძე

🔵იქნება პერიოდულად ჩაკეტვები და სიკვდილიანობის მაღალი რიცხვი - მაია ზალდასტანიშვილი

🔵„სიმართლე პანდემიაზე! ბრძოლა, რომელიც გულისხმობდა უხილავი მტრისგან თავდასაცავი მაღალი ზღუდის აშენებას – წავაგეთ!“ - ექიმი

🔵„მე ვხედავ სიკვდილს, ორ კვირაში ხალხი უჟანგბადობით გარდაიცვლება“ - ფხაკაძის საგანგაშო პროგნოზი