
„რაც შეეხება გარდაცვალებას, 31 დეკემბრამდე 143 სამედიცინო პერსონალი დაგვეღუპა კოვიდით“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, 2022 წლამდე გამოვლენილი ინფიცირების ჯამური მაჩვენებლიდან მედიკოსებზე 3,2% მოდის.
„მთლიან ინფიცირებაში 31 დეკემბრის მონაცემებით 3,2 % არის სამედიცინო პერსონალი. იანვარში ეს პროცენტი უფრო მეტად გაიზრდებოდა, რადგან ჩვენ იანვარში „ომიკრონის“ სერიოზული გავრცელება გვაქვს.
გამომდინარე აქედან, სამედიცინო პერსონალში, რომელიც ფრონტის წინა ხაზზეა, ინფიცირების მაჩვენებელი მოიმატებდა. რაც შეეხება გარდაცვალებას, 31 დეკემბრამდე 143 სამედიცინო მუშაკი დაგვეღუპა კოვიდით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵მარნეულში არასრულწლოვანმა 29 წლის კაცი მოკლა
🔵„არცერთი შინაური ცხოველის ადგილი არ არის კორპუსის ბინაში და ტიკტოკის ფრონცკვაში“ - თამუნა გიორგაძე