Digest Logo

„დაიწყო გლობალური ომი...“ - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

1637145348
ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ორი ფარმაგიგანტის „მერსკის"და „ფაიზერის" გლობალური ომი დაიწყო.

მისი თქმით, „მერსკის“ მიერ შემოთავაზებული კოვიდის მედიკამენტი არც ისე ეფექტური აღმოჩნდა.

„პრაქტიკულად, დაიწყო ორი ფარმაგიგანტის "მერსკის"და „ფაიზერის" გლობალური ომი, თუ ვინ იქნება დომინანტი კოვიდმკურნალობის სფეროში!

„მერსკის“ მიერ შემოთავაზებული კოვიდის მედიკამენტი (არც ისე ეფექტური აღმოჩნდა) უკვე არის ბრიტანეთში და მან გადაწყვიტა ღარიბი ქვეყნებისთვის ჯენერიკების (ანუ წარმოება საბუბითუმო ფასში) გაყიდვა. ყველას, ვისაც აქვს შესაბამისი ქარხნები, ლიცენზიას მისცემს უფასოდ.

„ფაიზერმა“ კი არ დააყოვნა და იგივე გააკეთა თავის კოვიდ მედიკამენტზე (რომელზეც თავად ამბობს, რომ ეფექტურია, მაგრამ ჯერ დამოუკიდებელი კვლევები მე არ მინახავს, იმიტომ, რომ არ არის).

დასკვნა:

1/ ვაქცინები დიდი ფარმა ბიზნესისათვის მოგებიანი არ არის, ვინაიდან დაავადებული ადამიანი ნიშნავს მუდმივ მომხმარებელს

2/ აიცერით „ფაიზერით" და გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე. ამით არ მისცემთ ფარმა კომპანიებს საშუალებას, თქვენზე ფული იშოვონ"მ, - წერს გიორგი ფხაკაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„ორჯერ აცრილმა დამაინფიცირა, ეს კი იმის ბრალია, რომ არავის და არაფერს ერიდებიან...“ - რას წერს ივერი

🔵„გადაჭამეთ უკვე ერთმანეთი… ფარსია ეს ყველაფერი და ფარისევლები ხართ ყველა!“ - რას წერს ეკო ფანგანი

🔵არ ჩავაკეტვინოთ ქვეყანა, ყველაფერი ჩვენს ხელშია  - რას წერს გიორგი ფხაკაძე

🔵„ქვეყნის ჩაკეტვა არ გაბედოთ, თუ დასაშვებია ათეულობით ათასი ადამიანისგან შემდგარი აქციები, მაშინ დაშვებულია ჩვენთვისაც, ვიცხოვროთ“ - ოთო აბესაძე