Digest Logo

„არ დასცალდა ამ ხატის პარაკლისის შექმნა...“ - მძიმე ავადმყოფობის შემდეგ თეოლინა გორდელაძე გარდაიცვალა

1638258422
თეა გორდელაძე.

სოციალური ქსელის მომხმარებელი ოთარ ნიკოლაიშვილი სამწუხარო ამბის შესახებ წერს. მისი თქმით, ახალგაზრდა ხატმწერი თეა გორდელაძე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მძიმე სენს ებრძოდა.

„მძიმე ავადმყოფობის შემდეგ (შობის მარხვის პირველ დღეს) გარდაიცვალა წინამდებარე ხატის - ,,თანალმობის" შექმნის ავტორი: თეოლინა (თეა) გორდელაძე. მას ბევრი საგალობელიც აქვს შექმნილი. სამწუხაროდ არ დასცალდა ამ ხატის პარაკლისის შექმნა. სურდა, ეს საკმაოდ დიდი ზომის ხატი, დაბრძანებულიყო ეკლესიაში, სადაც კვირაში ერთხელ ჩატარდებოდა ამ ხატის პარაკლისი (ხმოვან ჩანაწერში აღნიშნული მითითებით).

სიწმინდის და ყველა წმინდანების მოყვარულს გამორჩევით უყვარდა წმინდა მამა გაბრიელი და ეს ამ ხატიდანაც იგრძნობა. თეოლინა(ოთხი საუკეთესო შვილის დედა) იყო უსაზღვროდ მოწყალე, არა მხოლოდ მისი მეგობრებისა და ახლობლების მიმართ, არამედ უცხო გაჭირვებულ ადამიანთა მიმართაც. პირადად ჩემს ოჯახს მუდამ შეეწეოდა, განსაკუთრებით პატარა მარიამ-მარგალიტს. მისი დიდი ბუნების, ნამდვილი ქრისტიანობისა და საოცრად მოწყალე გულის შესახებ, მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან: თეოლინა მეოთხე სტადიის სიმსივნეს ებრძოდა, როგორც ფიზიკურად ასევე სულიერად.

ის (შესაბამისი ყურადღებით) შეუთანხმდა მცხეთის სამთავროს მონასტერში მოღვაწე მამა მირიანს, ჯანმრთელობისთვის ჩატარებულიყო მის სახელზე შეკვეთილი წირვა. წირვის ჩატარებამდე ორი დღით ადრე, გაიგო, რომ ჩემი მეუღლის მდგომარეობა დამძიმდა და გადაიყვანეს რეანიმაციაში. მან, თვითონ მძიმე მდგომარეობაში მყოფმა, ჩემთან შეთანხმების გარეშე, თხოვა მამა მირიანს, რომ შეკვეთილი წირვა მის ნაცვლად ჩატარებულიყო ნანას სახელზე. ამის შესახებ, მე მხოლოდ მამა მირიანისგან გავიგე. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ეს ურთიერთტვირთვის, უდიდესი სულიერობის და თანალმობის მწვერვალია.

ულამაზესი და წმინდა სულის ადამიანი, ჭვრეტდა რა მოახლოებულ, გარდაუვალ აღსასრულს, არ ინება ქიმიის გაკეთება. ბოლო 40 დღე იშიმშილა და სრულიად განწმენდილი წარდგა უფლის წინაშე.

ჩემი თავისებური მიდგომით ვიტყვი: მიუხედავად იმისა, რომ ნანა უკვე სამი თვეა რაც იმ ქვეყნად წაბრძანდა და თითქოს მას ეკუთვნის თეოლინას მასპინძლობა, ვფიქრობ, თეოლნა თავისი შეუდარებელი მლოცველობით, ამ ქვეყნად მრავალი ტაჯვის გადატანით, აურაცხელი მოწყალებითა და განწმენდილი სულით, იქაც ყველას შემწე იქნება და აქ მყოფებსაც უფრო მეტად დაგვეხმარება.

ქრისტე ღმერთო, შენ აცხონე და ნათელში ამყოფე სული ახლადშესვენებულისა მხევლისა ღვთისა თეოლინასი(თეასი) ამინ.

P. S. თეოლინა, დასვენებულია საპატრიარქოსთან მდებარე ,,კარის" ეკლესიაში. გასვენება ამავე ტაძრიდან სამშაბათს 30 ნოემბერს 2 საათზე. ხმოვან ჩანაწერს გამომიგზავნიან და აქვე დავდებ“, - წერს ოთარ ნიკოლაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„მარადიული მოქეიფე თუ სევდას გაქცეული ფილოსოფოსი“ - ზალიკო ბერგერი პირად ცხოვრებაზე გულწრფელად ალაპარაკდა

„ნუ მოიხდით ბოდიშს, მისტერ პრეზიდენტ! არ არის საჭირო” – ზურაბ გურული სააკაშვილს მიმართავს

„უსმინეთ მეცნიერებს და არა მჩხიბავებს, თუ არ ხარ აცრილი, სასწრაფოდ აიცერი“ - ზაზა წერეთელი

წყალი შეწყდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებს