პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში ქვეყანაში არსებულ რთულ ეპიდვითარებაზე წერს. ამბობს, რომ რამდენიმე თვეა დღეში 50-80 ადამიანი იღუპება კორონავირუსით, რაც მისი თქმით, ქვეყნის ჩამოშლასთან ასოცირდება.
„მერამდენე დღე თუ კვირა თუ თვეა, რაც 50-80 ადამიანი მიდის კორონას გამო. არანაირი განგაში, არანაირი წუხილი, არანაირი პასუხისმგებლობა. ეს ნორმააო გვეუბნებიან. ნორმაა, რომ ვერ ავცერით, არც მოგვიკლავს ამისთვის თავიო. წარმოუდგენელი გულგრილობა და ჩამოშლაა ეს.
ახალ წელს სიცოცხლის სადღეგრძელოები ვსვამთ ყანწებით და მოგვეშვება“,- წერს ელენე ხოშტარია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„ახლა საპატრიარქოს მოეწონება, რასაც ამბობ?...“ - ია ფარულავა მამა პეტრეს მიმართავს
„ნუ მოიხდით ბოდიშს, მისტერ პრეზიდენტ! არ არის საჭირო” – ზურაბ გურული სააკაშვილს მიმართავს
„უსმინეთ მეცნიერებს და არა მჩხიბავებს, თუ არ ხარ აცრილი, სასწრაფოდ აიცერი“ - ზაზა წერეთელი