Digest Logo

„ეპიდვითარება მნიშვნელოვნად დამძიმებულია“ - ეპიდემიოლოგები

1634190784
ეპიდემიოლოგები

ეპიდემიოლოგებმა ოთარ ჩოკოშვილმა და ალექსანდრე გოგინავამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე და გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ისაუბრეს. მათი თქმით, მოსალოდნელია გრიპის შემთხვევების მატებაც.

„დაავადების მორიგ ტალღასთან ვართ ახლოს, ალბათ მის საწყისს ეტაპზე. ასევე, გვექნება გრიპის შემთხვევების მატება და ეს კიდევ ალბათ უფრო დაამძიმებს სურათს. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ დაავადება თავიდან ავიცილოთ. დაავადების თავიდან აცილების მთავარ რეკომენდაციებს წარმოადგენს კვლავ და კვლავ ინფექციის კონტროლის სპეციფიკური ღონისძიებები: პირბადის გამოყენება, დისტანციის დაცვა, სათანადო ვენტილაცია და რაც მთავარია, ვაქცინაცია. ვაქცინაცია, როგორც ამ დაავადების პრევენციის უმთავრესი იარაღი უნდა იყოს გამოყენებული ეფექტურად და დროულად“, - აცხადებს ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილმა.

ვაქცინაციის ტემპის მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებს, ასევე, ეპიდემიოლოგი, ალექსანდრე გოგინავა და აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის დაბალმა ტემპმა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გააუარესა.

„საკმაოდ საყურადღებოა მდგომარეობა. ბოლო ორი დღის მონაცემები საგანგაშო არის. ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებლები საკმაოდ დაბალია და სამწუხაროდ, მოსალოდნელი იყო ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება. ამ დინამიკით, რა თქმა უნდა, გაჭირდება წლის ბოლოს მოზრდილი მოსახლეობის 60% იყოს სრულად ვაქცინირებული. ვაქცინაცია წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ საშუალებას პანდემიებთან და ეპიდემიებთან ბრძოლაში. აუცილებელია რეკომენდაციების დაცვაც“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ერთადერთხელ დავუჯერე ცაგარელს... ისეთი საშინელი წელი ცხოვრებაში არ მქონია“ - რას წერს თეა გვასალია

🔵„გვარიც მიუცია! ნეტავ რამდენი პატარა სააკაშვილი დადის კიდევ დედამიწაზე... “ - რას წერს გელა ზედელაშვილი

🔵„მდინარეში გადააგდეს და ამით კვალის დაფარვა სცადეს“ - გორში მოკლული ახალგაზრდა ტურისტის შესახებ ახალი დეტალები გასაჯაროვდა

🔵„ხანდახან შეგრძნება მაქვს, რომ სული ტოვებს ჩემს სხეულს... ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ, მაგრამ ვერ ვფხიზლდები“ - რას წერს მარიტა როხვაძე

🔵„იმიტომ შემზიზღდა ჩემი სამსახური, რომ ჟურნალისტიკას ასცდა, გასცდა, გადაცდა... ლანძღეთ ისინი, ვინც დაამკვიდრა მიკროფონის პირში ჩათხრის პრაქტიკა“ - ჟურნალისტი

🔵„ჩემი ანგელოზი წავიდა, ყველაზე საყვარელი ადამიანი, ვისაც კი ვცნობდი...“ - ტრაგედია ეკა მიშველაძის ოჯახში