Digest Logo

„ერთადერთხელ დავუჯერე ცაგარელს... ისეთი საშინელი წელი ცხოვრებაში არ მქონია“ - რას წერს თეა გვასალია

1634189864
თეა გვასალია

ყოფილი ტელეწამყვანი, თეა გვასალია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მიხეილ ცაგარელზე საუბრობს. ამბობს, რომ მას ცხოვრებაში ერთხელ დაუჯერა და ინანა, რადგან ისეთი ცუდი წელი მას არასდროს ჰქონია.

„ყველა ქვეყანაში სულ ცოტა ერთი ისეთი ადგილი მაინც მოიძებნება, ტურისტს რომ გეუბნებიან: ამას ხელი შეახე, შემოუარე, მონეტა ჩააგდე, წერილი დატოვე... და სურვილი აგისრულდებაო.

ჰოდა, თუკი სადმე ვარ ნამყოფი იმ ასაკში, ცხოვრება რომ იოლი და ია-ვარდით მოფენილი გგონია, ყველას ენდობი და დრო ნელა გადის, ყველა ასეთ ადგილას ერთ სურვილს ვუთქვამდი: ამის შემდეგ ისევ ესპანეთში მომიწიოს წასვლამ -მეთქი და რომ ამიხდებოდა ხოლმე, (არ ვიცი რა ჯადოსნური ძალით, მაგრამ კი მიხდებოდა პანტაპუნტით), ისე მიხაროდა, თითქოს ნობელის პრემია, ოლიმპიადის მოგება ან ჰოლივუდის ვარსკვლავობა მქონოდა ჩათქმული .

ახლა, როცა ნებისმიერ წუთს შემიძლია ესპანეთში წასვლა, ერთი-ორი სხვა, უფრო ყოფითი სურვილი დამიგროვდა და ამ გაგანია პანდემიაში აქეთ-იქით რომ არ ვიწანწალო, აქ არაფერი გეგულებათ სურვილებს რომ ასრულებდეს?

P.s. საახალწლო რიტუალები არ შემომთავაზოთ. ერთადერთხელ დავუჯერე ცაგარელს, ღორის წელი დგებოდა და დაგვმოძღვრა, ღორის ფორმის ყულაბაში მონეტები ჩაყარეთ, გარშემო ხილი შემოაწყვეთ და საოცარი წელი გექნებათო . მე კიდევ, არ ვიცი საიდან, ალბათ ვინმემ მაჩუქა, ზუსტად ღორის ფორმის ყულაბა აღმომაჩნდა სახლში, არიქა, ავშენდითქო, ვიფიქრე, გავტენე მონეტებით, წინ იმდენი ხილ-ბოსტნეული, კანფეტი და გოზინაყი დავუდე, მთელ კოლტს ეყოფოდა და ისეთი საშინელი წელი ცხოვრებაში არ მქონია.

მომდევნო თვეები წინ რომ ჩავუვლიდი და შე უსინდისო, რა დაგაკელი - მეთქი ვეკითხებოდი, ისე საყვარლად მიღიმოდა ვარდისფერი დინგით, რომ გასატეხადაც არ მიბრუნდებოდა ხელი“, - წერს თეა გვასალია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„გვარიც მიუცია! ნეტავ რამდენი პატარა სააკაშვილი დადის კიდევ დედამიწაზე... “ - რას წერს გელა ზედელაშვილი

🔵„მდინარეში გადააგდეს და ამით კვალის დაფარვა სცადეს“ - გორში მოკლული ახალგაზრდა ტურისტის შესახებ ახალი დეტალები გასაჯაროვდა

🔵„ხანდახან შეგრძნება მაქვს, რომ სული ტოვებს ჩემს სხეულს... ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ, მაგრამ ვერ ვფხიზლდები“ - რას წერს მარიტა როხვაძე

🔵„იმიტომ შემზიზღდა ჩემი სამსახური, რომ ჟურნალისტიკას ასცდა, გასცდა, გადაცდა... ლანძღეთ ისინი, ვინც დაამკვიდრა მიკროფონის პირში ჩათხრის პრაქტიკა“ - ჟურნალისტი

🔵„ჩემი ანგელოზი წავიდა, ყველაზე საყვარელი ადამიანი, ვისაც კი ვცნობდი...“ - ტრაგედია ეკა მიშველაძის ოჯახში

🔵VIDEO: „სასწაულად ვართ გადარჩენილი, მაგრამ ის 9 ადამიანი საქართველოს ტკივილია“ - ბათუმის ტრაგედიას გადარჩენილების პირველი კომენტარი