ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ჟურნალისტი ამბობს, რომ მსგავსი ფაქტის მომსწრე თავადაც ყოფილა.
„ბედი, ბედიო... არავითარი ბედი.. არაფერი არსად არ არის დაწერილი... ბედს ქმნის ადამიანი. როდესაც ასეთი დიდი ტრაგედიის დატრიალება ხდება კონკრეტული ადამიანების თავხედობის და უსინდისობის გამო, როცა ისინი უქმნიან ბედს ირგვლივ ყველას, დიდს, პატარას...
რა განსხვავებაა რომელიმე ტერორისტს მანიაკს, ან იმ ადამიანს შორის, ვინც შენობას ძირს გამოუთხრის და ადამიანებს ჩამოკიდებს სიკვდილის ტოტზე?
ერთ-ერთი ასეთი კედლების დათხელების მომსწრე გავხდი, ავტეხე ერთი ამბავი...
ზედამხედველობაც გამოვიძახეთ, მუქარებიც მივიღე, მაგრამ მაინც არ ეშველა საქმეს!
დღემდე პასუხი არავინ გაგვცა დათხელებულია თუ არა ძეგლთა დაცვაში შესული შენობის მზიდი კედლები? მოვიძიებ ამ დღეებში ამბავს! იმასაც გავიგებ ჩააწყვეს თუ არა და შემდეგ „ქვას ქვაზე არ დავტოვებ", - წერს გიორგი გასვიანი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„გამოთქმული „მწუხარება" ფარისევლურია და დაგვიანებულად მეჩვენება" - ჯამბულ აბულაძე ბათუმის ტრაგედიაზე