Digest Logo

„მდინარეში გადააგდეს და ამით კვალის დაფარვა სცადეს“ - გორში მოკლული ახალგაზრდა ტურისტის შესახებ ახალი დეტალები გასაჯაროვდა

1633964078
თომას კენედი

გორში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. მოკლული ბრიტანეთის მოქალაქე, 27 წლის თომას კენედია. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი ერთ-ერთ ბარში შელაპარაკებით დაიწყო და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დაკავებულთაგან ერთ-ერთი, 2004 წელს დაბადებული არასრულწლოვანია. დაკავებულებიდან 4 მათგანს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ხოლო მეხუთე დაკავებული დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო აიყვანეს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საგამოძიებო სტრუქტურის ოფიციალური ვერსიის მიხედვით, 7 ოქტომბერს ქალაქ გორში მდებარე ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში ბრალდებულები იმყოფებოდნენ, სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს და მუსიკალურ ნომრებს ასრულებდნენ, რა დროსაც მათთან მივიდა ბრიტანეთის მოქალაქე თომას კენედი, რომელიც როგორც სოციალური ქსელებიდან ირკვევა, ასევე მუსიკით იყო დაინტერესებული.

ამის შემდეგ ბრალდებულებმა და ბრიტანეთის მოქალაქემ გორშივე მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში გადაინაცვლეს, სადაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ნაცემი ახალგაზრდა, რომელიც უგონო მდგომარეობაში იყო, კონფლიქტში მონაწილეებმა მდინარეში გადააგდეს და ამით კვალის დაფარვა სცადეს. ცხედარი მტკვარმა მეორე დღეს სოფელ ქვახვრელის ტერიტორიაზე გამორიყა.

„მოვიდა რამდენიმე ბიჭთან ერთად საღამოს, ტელეფონი შეაერთა მხოლოდ, ცოტა ხანში ისევ მოვიდნენ, წაიღეს და ეგ იყო. „წამოდიო ძმაო, წამომყევიო" ზუსტად ამ სიტყვებით ეუბნებოდნენ", - აცხადებს ბარის თანამშრომელი.

ერთ-ერთი დაკავებულის ძმა, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, გამოძიების ვერსიას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მის ძმას დანაშაულის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

„ჩემს ძმას ედავებიან, რომ იცოდაო ინფორმაცია და არ მიაწოდაო პოლიციას. ჩემმა ძმამ არანაირი ინფორმაცია არ იცოდა, კამერებშიც ჩანს, რომ ჩემი ძმა არც გაყოლია და არ დაუნახავს, არ არის მაგ საქმეში არანაირად. მე როგორც ვიცი, როცა დააკავეს ეგენი მერე გაიგო ჩემმა ძმამ ეგ ინფორმაცია. არ ვეთანხმები პოლიციის და სასამართლოს გადაწყვეტილებას", - ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელი.

27 წლის თომას კენედის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ 5 პირი დააკავა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ვინც კორპუსში სამუშაოებს ასრულებდა, პროფესიით მშენებლები არ არიან“ - რამინ პაპიძე

🔵„ხანდახან შეგრძნება მაქვს, რომ სული ტოვებს ჩემს სხეულს... ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ, მაგრამ ვერ ვფხიზლდები“ - რას წერს მარიტა როხვაძე

🔵„იმიტომ შემზიზღდა ჩემი სამსახური, რომ ჟურნალისტიკას ასცდა, გასცდა, გადაცდა... ლანძღეთ ისინი, ვინც დაამკვიდრა მიკროფონის პირში ჩათხრის პრაქტიკა“ - ჟურნალისტი

🔵„ჩემი ანგელოზი წავიდა, ყველაზე საყვარელი ადამიანი, ვისაც კი ვცნობდი...“ - ტრაგედია ეკა მიშველაძის ოჯახში

🔵„მოვიძიებ ამ დღეებში ამბავს! იმასაც გავიგებ ჩააწყვეს თუ არა და შემდეგ „ქვას ქვაზე არ დავტოვებ" - ვის ემუქრება გიორგი გასვიანი

🔵VIDEO: „სასწაულად ვართ გადარჩენილი, მაგრამ ის 9 ადამიანი საქართველოს ტკივილია“ - ბათუმის ტრაგედიას გადარჩენილების პირველი კომენტარი

🔵VIDEO: „სულხანს რომ აწამებდნენ, სურათები სააკაშვილთან მიჰქონდათ და იგი ამით ტკბებოდა...“ - თამაზ მოლაშვილი

🔵„მოგვეკითხება! ზუსტად ისე, როგორც უკვე მოგვეკითხა ყველას ერთად“ - ზურაბ გურული და ნანა გეგეჭკორი სააკაშვილზე

🔵„ვის რად უნდა თქვენი გლოვა? როცა სხვათა ბიზნესს ბავშვები ეწირებიან, იღუპებიან საშინელი სიკვდილით, თუ არაფრის ტ@@კი არ გვაქვს, დავდუმდეთ მაინც" - დათო ლიკლიკაძე

წყარო: rustavi2.ge