Digest Logo

„იმიტომ შემზიზღდა ჩემი სამსახური, რომ ჟურნალისტიკას ასცდა, გასცდა, გადაცდა... ლანძღეთ ისინი, ვინც დაამკვიდრა მიკროფონის პირში ჩათხრის პრაქტიკა“ - ჟურნალისტი

1633950903
Levan Sulashvili

ჟურნალისტი, ლევან სულაშვილი „ტვ პირველის“ კადრ-სინქრონზე საუბრობს, რომელიც თეკლა ტაბატაძემ ჭირისუფალთან ჩაწერა. ამბობს, რომ თავისი პროფესია სწორედ ამ მიზეზის გამო შეზიზღდა, თუმცა როგორც თავად ამბობს, კონკრეტულ შემთხვევაში დამნაშავე არა ახალგაზრდა ჟურნალისტი, არამედ პროდიუსერები და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელები არიან.

„მახსოვს, „იმედში" მუშაობისას ძალიან საინტერესო შიდა ტრენინგები ჩაგვიტარეს, ბევრი რამ ვისწავლეთ, თუმცა ბევრი რამ, რაზედაც შენიშვნა მოგვცეს, აღმოჩნდა არა ჩვენი, არამედ პროდიუსერების, ზოგადად საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობის და დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკის ბრალი.

დიახ, ძალიან ცუდად მოიქცა „ტვ პირველის" ჟურნალისტი, მაგრამ ეს მისი ბრალი კი არა, სწორედ იმ დამკვიდრებული არაპროფესიონალიზმის ბრალია, რასაც ჟურნალისტიკას ეძახის ბევრი, ძალიან ბევრი უცოდინარი.

იმიტომ შემზიზღდა ჩემი სამსახური, რომ ჟურნალისტიკას ასცდა, გასცდა, გადაცდა და ა.შ.

დაანებეთ ამ ახალგაზრდა გოგოს თავი, აგინეთ და ლანძღეთ ისინი, ვინც დაამკვიდრა მიკროფონის პირში ჩათხრის პრაქტიკა ყველანაირი გარემოების მიუხედავად.

მედიის „მამებო" და „დედებო", იქნებ გონზე მოხვიდეთ ოდესმე და თუ ცოტა სინდისი გაქვთ, დაფიქრდეთ იმაზე, როგორ კლავთ ამ მნიშვნელოვან პროფესიას!

თუ არ იცით, იკითხეთ, ისწავლეთ, ნუ გიტყდებათ სწავლა და ფულის და რეიტინგის გამო ნუ კლავთ ჩვენს პროფესიას, რომლის არსებობაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხალხისთვის და ქვეყნისთვის“, - წერს ლევან სულაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„მოვიძიებ ამ დღეებში ამბავს! იმასაც გავიგებ ჩააწყვეს თუ არა და შემდეგ „ქვას ქვაზე არ დავტოვებ" - ვის ემუქრება გიორგი გასვიანი

🔵VIDEO: „სასწაულად ვართ გადარჩენილი, მაგრამ ის 9 ადამიანი საქართველოს ტკივილია“ - ბათუმის ტრაგედიას გადარჩენილების პირველი კომენტარი

🔵VIDEO: „სულხანს რომ აწამებდნენ, სურათები სააკაშვილთან მიჰქონდათ და იგი ამით ტკბებოდა...“ - თამაზ მოლაშვილი

🔵„ვის რად უნდა თქვენი გლოვა? როცა სხვათა ბიზნესს ბავშვები ეწირებიან, იღუპებიან საშინელი სიკვდილით, თუ არაფრის ტ@@კი არ გვაქვს, დავდუმდეთ მაინც" - დათო ლიკლიკაძე

🔵„გამოთქმული „მწუხარება" ფარისევლურია და დაგვიანებულად მეჩვენება" - ჯამბულ აბულაძე ბათუმის ტრაგედიაზე

🔵„ჩემთვის უცნობო აჭარელი ძმაო, ღმერთმა იცის, როგორ ვგრძნობ, რა ტკივილს გრძნობ..." გელა დაიაურის მიმართვა ბათუმელ კაცს

🔵„აზრზე ვერ მოვედი რა ხდებოდა. გავიგონე ქალის კივილი, ტირილი... ყველა საკუთარ ოჯახის წევრს ეძებდა და ასე გაგრძელდა ბოლო წუთამდე“ - ემოციური წერილი ბათუმიდან