Digest Logo

„განცხადებები, რომ „ომიკრონი“ ფილტვებს არ აზიანებს, მტკნარი სიცრუეა“ - ბიძინა კულუმბეგოვი

1642517534
ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ჯანდაცვის სისტემის პირველად რგოლზე, „ომიკრონით“ ინფიცირების სიმძიმესა და პანდემიის მართვაზე საუბრობს. იგი განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ომიკრონი“ ფილტვებს არ აზიანებს, მტკნარ სიცრუეს უწოდებს. 

ამასთან, ბიძინა კულუმბეგოვი ჯანდაცვის სისტემის პირველად რგოლზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ კუთხით პრობლემებია და მას გლობალური გადაწყვეტა სჭირდება.

„პირველად ჯანდაცვას გაძლიერება უნდა, ადამიანებისადმი ნდობის მოპოვება უნდა. ჩვენს ქვეყანაში თითი წამოგვტკივდება და ვიწრო სპეციალისტს ვეძებთ, რაც არ ხდება გერმანიაში, ავსტრიასა და საფრანგეთში. ეს ისეთი საკითხებია, რასაც გლობალური გადაწყვეტა სჭირდება და კრიზისის დროს ამას ვერ გამოვასწორებთ. ამიტომ, ეს არის სერიოზული პრობლემა. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ 2000 ოჯახის ექიმი არის მობილიზებული, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ, რომ პაციენტები მართონ. 2000 ექიმს ულიმიტო შესაძლებლობა არ აქვს, ბუნებრივია.

ჟურნალისტის კითხვაზე რამდენად მზად არის პირველადი ჯანდაცვის რგოლი იმისთვის, რომ გააზრებულად მართოს ეს პროცესი? კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ექიმების კომპეტენციის გაზრდა კრიზისის დროს შეუძლებელია.

„სწორედ ეს არის ის გრძელვადიანი პრობლემები, რომლებსაც ჩვენ დროის მცირე მონაკვეთში ვერ გადავწყვეტთ. ახლა ექიმების კომპეტენციის გაზრდა კრიზისის დროს შეუძლებელია. ამას სჭირდება რამდენიმე წლიანი ტრენინგი სჭირდება. ამას ყველანი ვუყურებთ სამწუხაროდ და მეც მეხება როგორც ექიმს, რომ ხშირად ვთქვათ ეს იყოს არასწორი დანიშნულება. ეს არის თავდაცვითი მედიცინის პოზიცია, მით უმეტეს როდესაც ტელეფონით გიწევს პაციენტის მართვა. ხშირად პაციენტი გეუბნება, რომ „მე სიცხე მაქვს, ფილტვის ანთემა რომ მქონდეს?“ ხშირად ეს ვირუსული ანთებაა. ამიტომ ეს არის სერიოზული პრობლემა. დღეს 57 ათასი აქტიური შემთხვევა გვაქვს და კლინიკებში 4400 ადამიანი. ეს დაახლოებით 7.7%-ია. ჩვენ ვერ დავიცავით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ჩვენი უპასუხისმგებლობით“, - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

რაც შეეხება დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებას პანდემიის მართვასთან დაკავშირებით, ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ პანდემიის მართვა ნიშნავს იმას, თუ როგორ მართა ფინეთმა ეპიდვითარება.

„პანდემიის მართვა არის მაგალითად ფინეთის მაგალითი. 5 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს იმ ქვეყანაში, სულ 400 ათასი ადამიანი გახდა ავად და 1700 ადამიანი გარდაიცვალა. ეს არის პანდემიის მართვა. სხვანაირად, ბუნებრივია ჩვენ მსხვერპლთშეწირვაზე ვართ წასული და დანაკარგები გაღებული გვაქვს და ახლა საუბარია იმაზე, რომ ეს ყველაფერი მინიმუმამდე დავიყვანოთ“, - აღნიშნა კულუმბეგოვმა.

ამასთან, კულუმბეგოვმა კორონავირუსის ახალ შტამზე, „ომიკრონზეც“ ისაუბრა.

„სიმპტომური მიმდინარეობა სიმძიმის თვალსაზრისით ცალსახად ჩანს, რომ შემცირებულია. დაახლოებით 50-70%-მდე შემცირდა ჰოსპიტალიზაციის რისკები. სიკვდილიანობის მაჩვენებელიც შემცირებულია, მაგრამ დიდი რაოდენობით დროის მცირე მონაკვეთში ადამიანების ავად გახდომა, ეს აბსოლუტურ ციფრებში დაბალ პროცენტში, შემდეგ დიდ ციფრად გადააქცევს. სიმპტომატიკა შემცირებულია, მაგრამ ინფექცია მაინც არის ვერაგი და ის ყველაზე ძლიერი და დამაზიანებელი რესპირატორული დაავადებების კატეგორიაში გადის.

მოარული განცხადებები, რომლებსაც ხშირად ჩემი კოლეგები აკეთებენ, რომ ეს დაავადება მხოლოდ ზედა სასუნთქ გზებშია და ფილტვებს არ აზიანებს, ეს არის აბსოლუტური მტკნარი სიცრუე“, - დასძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵VIDEO: „დამანებე თავიიიი“ - თურქეთში ჩასულ გია სურამელაშვილს ბრჭყვიალა მანქანა აჩუქეს?

🔵„ნუ გადაიჯ@@თ... ნახევარი ტანი დავტოვე თქვენი სახლების დასაცავად და ჭიქა წყალი არ მახსოვს თქვენგან“ - ვეტერანი დევნილებს მიმართავს

🔵„გვიან ჭამა არ ასუქებს! მნიშვნელობა არ აქვს როდის შევჭამთ, არამედ რას, რამდენს და როგორი შუალედებით!...“

🔵„სად გაიყიდება ეს წამლები? ახალი აფთიაქები გაიხსნება? ახალ აფთიაქარებს ვიღებთ?” – ნინო სტურუა

🔵„გვეშველება რამე?“ - ლალი მოროშკინა „რადიო იმედზე“ ახალ გადაცემას წაიყვანს

🔵„მიხო, შენმა ძმობილმა პორომ როგორ გაჯობა, შე კურდღელო... შენსავით „სმეტანების“ ბოჩკებში არ ჩაკუჭულა“ - ნინო ჯღარკავა სააკაშვილს მიმართავს