Digest Logo

გვიცავს თუ არა „პფაიზერი“ დელტა შტამისგან - გამყრელიძის განმარტება

1624622713
ვაქცინა და გამყრელიძე

ისრაელის მოსახლეობა „პფაიზერით“  სრულად არის აცრილი. თუმცა ქვეყანაში დელტა შტამი დაფიქსირდა და შეზღუდვებს კვლავ აწესებენ.

ნიშნავს, თუ არა, ეს რომ „პფაიზერის“ ვაქცინა დელტა შტამს ვერ უმკლავდება და მისგან ვერ გვიცავს? – ამ კითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გასცა პასუხი.

„მედიცინაში ვერც ერთი წამალი ვერ იცავს 100 % -ით და შესაბამისად ვერცერთი ვაქცინა ვერ იცავს ადამიანებს ვირუსისგან 100%-ით.

თუ არ ვცდები, 16 ვაქცინა არის ამ დროისთვის მსოფლიოში, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგოდ გამოიყენება. არცერთ მათგანს არ აქვს სრული დაცვა. აქედან გამომდინარე, ისრაელმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ დამატებით შეზღუდვები შემოიღო და დახურულ სივრცეებში კვლავ პირბადის ტარება დააწესა.“ , – აღნიშნა გამყრელიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ჩემს კლინიკაში კონსულტაციაში პაციენტს ფულს არ გამოვართმევ...“ - ღოღობერიძე

მოულოდნელი დარტყმების და ნგრევის პერიოდი იწყება - მომდევნო 2 კვირის განმავლობაში, ეს 4 ნიშანი ფრთხილად უნდა იყოს

ერთი დღით მივდივარო და თურმე უკანასკნელად ვხედავდით - ზურა ბაკურაძის უკანასკნელი საღამო მეგობრებთან (ვიდეო)