ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების სტატისტიკის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მალე საქართველო გახდება ქვეყანა, სადაც კორონავირუსი 1 მილიონ მოსახლეზე ყველაზე მეტ ადამიანს ექნება გადატანილი.
„1 მილიონ მოსახლეზე დაავადებულთა რიცხვი - 218 ათასი (მე-5 ადგილი პლანეტაზე), რამდენიმე ჯუჯა სახელმწიფოა მხოლოდ ჩვენს წინ.
1 მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რიცხვი - 3119 (მე-8 ადგილი პლანეტაზე)
ისეთი პირი უჩანს, მალე ვიქნებით ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ბუნებრივად გადატანილი იმუნიტეტის მქონე ადამიანი იქნება. სამწუხაროდ, ჯოგური იმუნიტეტის საკითხი დიდი კითხვის ქვეშაა, თორემ პირველები დავასრულებდით პანდემიას მსოფლიოში, ამაშიც არ გაგვიმართლა“, - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„1-ლი თებერვლამდე ვინც არ აიცრება დაჯარიმდება 4000$-ით“ - გიორგი ფხაკაძე
🔵გაციება თუ კოვიდი? როგორ ვუმკურნალოთ და განვასხვაოთ - ექიმის რჩევები
🔵კიდევ დაგვეღუპება 10-13 ათასი ადამიანი – ბიძინა კულუმბეგოვის საგანგაშო განცხადება