Digest Logo

კატეგორიულად არ მიმაჩნია, რომ მეოთხე ტალღა იქნება მეორე ტალღაზე ძლიერი - ივანე ჩხაიძე

1624430458
ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ  განაცხადა, რომ ზაფხულის სეზონის შემდეგ, მოსალოდნელია შემთხვევების მატება, თუმცა ეს არ იქნება უფრო მძლავრი, ვიდრე მეორე ტალღა იყო.

მისი პროგნოზის მიხედვით, აგვისტოში შეიძლება დაახლოებით 1 მილიონამდე იმუნიტეტის მქონე ადამიანი გვყავდეს, ამიტომ სასტარტო პირობები გასულ ზაფხულთან შედარებით წელს გაცილებით უკეთესია.

„ქვეყანაში უკვე 300 ათასმა ადამიანმა გადაიტანა კორონავირუსი და მათ უკვე აქვთ იმუნიტეტი ამ ვირუსის წინააღმდეგ. თუ ამას დავამატებთ ვაქცინირებულთა რაოდენობას, რომელიც გვყავს და კიდევ დაემატება, შეიძლება აგვისტოში გვყავდეს 1 მილიონამდე ადამიანი, რომელმაც ბუნებრივად თუ ხელოვნურად მიიღო იმუნიტეტი.

სასტარტო პირობები ამ წლის ზაფხულისთვის, გაცილებით უკეთესია, ვიდრე იყო 2020 წელს. ამიტომ არ ვთლი, რომ მეოთხე ტალღა იქნება უფრო მძლავრი, ვიდრე მესამე და კატეგორიულად არ მიმაჩნია, რომ იქნება მეორე ტალღაზე ძლიერი. არ მიმაჩნია, რომ ჩვენ ამის საშიშროება გვემუქრება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ექიმებს საჩუქარი არ აჩუქოთ, თქვენზე ზრუნვა ჩვენი ვალდებულებაა - რა გაუგზავნა უცნობმა ადამიანმა გიორგი ღოღობერიძეს

„24-25 ივნისი მშვიდად გაატარეთ! მომავალი 2 კვირა მშვენიერი დროა... - როგორ უნდა მოიქცეთ ხვალ, სავსე მთვარეობისას?

წყარო: fortuna.ge