Digest Logo

„ხველა, გამონაყარი, მუცლის ტკივილი“ - რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა პოსტკოვიდურ პერიოდში

1642918089
ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, არსებობს განსაზღვრული სიმპტომები ბავშვებში, რომლებსაც პოსტკოვიდურ პერიოდში მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ. 

როგორც მან „ქრონიკის“ ეთერში აღნიშნა, პირველ რიგში, საყურადღებოა ტემპერატურის მომატება, რასაც სხვა რამდენიმე სხვა სიმპტომიც ემატება.

„პოსტკოვიდური პერიოდისთვის ჩვენ გვაქვს გარკვეული საზღვრები. ეს არის მწვავე ფაზის გადატანიდან 4-6 კვირა. ამ პერიოდში ვითარდება, შედარებით იშვიათად, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია ეს გართულება - ე.წ. მულტისისტემური ანთებითი სინდრომი. პირველ რიგში ის გულისხმობს მაღალ ტემპერატურას და ტემპერატურასთან ერთად რამდენიმე სისტემის ჩართვას დაავადების პროცესში.

ეს შეიძლება იყოს ხველა და ნაწლავთა მოქმედების გახშირება, კანზე გამონაყარი და მუცლის ძლიერი ტკივილი, შეშუპება და ა.შ. ეს საკმაოდ სერიოზული გართულებაა, მაგრამ ძალიან იშვიათი. საქართველოში მხოლოდ 100-მდე შემთხვევაა დადასტურებული ლაბორატორიულად.

თუ ჩავთვლით, რომ 100 000-მდე ბავშვია ინფიცირებული საქართველოში, აქედან 100 შემთხვევა საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.

ყველა ასეთი შემთხვევის მართვა წარმატებით განხორციელდა და ძალიან ბევრმა მშობელმა ჩვენგან გაიგო, რომ მისი შვილი ინფიცირებული იყო კორონავირუსით. ამიტომ საყურადღებო ნიშნად ისევ ტემპერატურის მატება რჩება“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ავარიაში მოყვა, მარტო იყო...“ - ვისზე წერს თეონა ცხომელიძე

🔵დაათვალიერეთ, ე.წ. კანონიერი ქურდის ზაქარია კალაშოვის მდიდრული სასახლე

🔵VIDEO: „დღევანდელ დღეს წავიდა... მოუნელებელი ტკივილი და უსაშველო მონატრება“ - ინგა გრიგოლია ლევან ჩხაიძეზე