ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ თავისი და - ქეთევანი ავარიაში მოყვა.
როგორც პოსტიდან ვიგებთ, ქეთევანს ტვინის შერყევა აქვს და საუბარი ცოტა უჭირს.
ცხომელიძის თქმით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა.
„პირველ რიგში ყველას დიდი მადლობა, ვინც გვკითხულობთ.
ქეთევანი ვერ პასუხობს ტელეფონს. ოპერაციამ კარგად ჩაიარა, ახლა უკეთესად გრძნობს თავს, თუმცა აქვს ტვინის შერყევაც და საუბარი უჭირს.
ღელავს, რომ ვერ გპასხობთ, ამიტომ აქ დავწერ რომ კარგადაა და მალე გამოწერენ.
ვინც ახლა გაიგო ამბავი, დავაზუსტებ - გუშინ ავარიაში მოყვა, საბედნიეროდ მარტო იყო და საბედნიეროდ გადარჩა“,- წერს ცხომელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵დაათვალიერეთ, ე.წ. კანონიერი ქურდის ზაქარია კალაშოვის მდიდრული სასახლე