Digest Logo

დაათვალიერეთ, ე.წ. კანონიერი ქურდის ზაქარია კალაშოვის მდიდრული სასახლე

1642833699
ზაქარია კალაშოვი

ე.წ. კანონიერი ქურდი ზაქარია კალაშოვი, იგივე „შაქრო მალადოი“ ამჟამად რუსეთის ციხეში 10-წლიან სასჯელს იხდის. კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი 2018 წელს საკუთარ სასახლეში დააპატიმრეს. დიახ, სიტყვა სასახლე არ მოგესმათ და ამაში თავადაც დარწმუნდებით.

კალაშოვის სასახლე ერთ-ერთი საოცრებაა, რომელიც ბაროკოს სტილშია გადაწყვეტილი.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა კალაშოვის სასახლის ფოტო მასალა.

სასახლეში კალაშოვი მეუღლესთან მარინა გოლდბერგისთან ერთად ცხოვრობდა.

 

ეროვნებით ქურთი შაქრო კალაშოვი 1953 წლის 20 მარტს თბილისში დაიბადა.

2000-იანი წლების დასაწყისში საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა და იქ საკუთარი დანაშაულებრივი ქსელი შექმნა.

ესპანეთში „რუსული მაფიის“ წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მიმალვა მოახერხა, თუმცა 2006 წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მაინც დააკავეს და ესპანეთს გადასცეს.

ესპანეთში სასჯელის მოხდის შემდეგ კალაშოვი რუსეთში დაბრუნდა, სადაც 2016 წელს საკუთარ ფეშენებელურ სასახლეში, სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წლების წინ, კალაშოვს საქართველოში არანაკლებ მდიდრული სასახლე ჩამოართვეს.

მოგვიანებით, იქ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური განთავსდა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵VIDEO: „დღევანდელ დღეს წავიდა... მოუნელებელი ტკივილი და უსაშველო მონატრება“ - ინგა გრიგოლია ლევან ჩხაიძეზე

🔵„მშვიდობით“ - პირველი ქართველი მილიონერი გარდაიცვალა

🔵„სული გამეყინა... როგორ დავიჯერო, რომ აღარ ხარ“ - ღუდუშაურის კლინიკის თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა

🔵„ომიკრონმა სახით მათრია“ – გიორგი ჯანელიძე კოვიდს ებრძვის

წყარო: primetime.ge