Digest Logo

მაია ბუწაშვილი ომიკრონის შტამისთვის დამახასიათებელ 5 ძირითადი სიმპტომს ასახელებს

1641976928
ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კორონავირუსის ახალი შტამის ომიკრონის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას აქვეყნებს. ის წერს, თუ რა ძირითადი სიმპტომები ახასიათებს ომიკრონით ინფიცირებულებს და რამდენადაა შესუსტებული ვირუსის პირველი ვარიანტი.

„რამდენიმე ინფორმაცია ომიკრონის შტამთან დაკავშირებით (რადგან ომიკრონის გავრცელება სულ ახლახან დაიწყო, კვლევები მწირია, თუმცა რამდენიმე გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით გარკვეული წარმოდგენის შექმნა უკვე შესაძლებელია).

ომიკრონით გამოწვეული კოვიდის ინკუბაციური პერიოდი (ინფიცირებიდან სიმპტომების გამოვლენამდე) შემცირდა 3 დღემდე.

ომიკრონის შტამისთვის დამახასიათებელია 5 ძირითადი სიმპტომი: ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ცემინება და ყელის ტკივილი.

ასევე დამატებით აღინიშნება კოვიდისთვის აქამდე ნაკლებად დამახასიათებელი სიმპტომები: გულისრევა, ღამით ოფლიანობა, წელის ტკივილი.

ხველა შეიძლება იყოს, თუმცა უფრო მსუბუქად გამოხატული, ვიდრე კოვიდის წინამორბედი შტამების შემთხვევაში.
სიცხე შედარებით ნაკლებად ახასიათებს.

ყნოსვის და გემოს ცვლილება ძალიან იშვიათია (დელტას შემთხვევაშიც შედარებით ნაკლებად გვხვდებოდა, ხოლო ომიკრონის შტამი კიდევ უფრო იშვიათად იწვევს ამ სიმპტომს).

ქვედა სასუნთქი გზების დაზიანება შედარებით ნაკლებად ხდება და შესაბამისად, სუნთქვის გაძნელება ნაკლებად ახასიათებს.

ჰოსპიტალიზაცია შემცირებულია 70%-ით (თუმცა ვინაიდან ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ძალიან მაღალია, ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონეთა აბსოლუტური რიცხვიც მაღალია. შესაბამისად, ამჟამად საწოლების მაქსიმალური მზადყოფნა მაინც აუცილებელია).

50%-ით ნაკლებია რეანიმაციაში მოხვედრის რისკი, 4-5-ჯერ ნაკლებია მართვით სუნთქვაზე გადაყვანის რისკი.
რეანიმაციაში მოხვედრილთა და მართვით სუნთქვაზე გადაყვანილთა მაღალი პროცენტია არავაქცინირებული.
ვაქცინის სამი დოზა ჰოსპიტალიზაციის რისკს 80%-მდე ამცირებს.

კვლავ საყურადღებოა 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი - 5%.

ბევრ ქვეყანას სერიოზული პრობლემები აქვს შექმნილი ინფიცირებულთა დიდი რიცხვის გამო სამუშაო ადგილებზე შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით“, - წერს მაია ბუწაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„20 წლის წინანდელი დანაშაული დადასტურებულიც რომ იყოს, ხაზარაძის და ჯაფარიძის დაჭერა დღეს არის მავნებლობა“ - ნათია ფანჯიკიძე

🔵„სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის“ - მიხეილ ცაგარელის დღის რჩევა

🔵„მინდა გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი დაკვირვება კლინიკური პრაქტიკიდან“ - ნანა გეგეჭკორის რჩევები „ომიკრონთან“ დაკავშირებით