
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას კოვიდვაქცინის „ბუსტერ“ დოზების შესახებ სტატიას უზიარებს. მისი თქმით, იგი დეკემბერში ვაქცინის მესამე დოზით აცრას აპირებს.
„საკმაოდ საინტერესო სტატიაა ბუსტერებთან დაკავშირებით. გრაფიკაში ნათლად ჩანს, თუ როდის არის საჭირო ბუსტერი ანუ მე-3 დოზა (ფაიზერი ან მოდერნა). ანუ 6 თვეში. ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ შესაძლებელია, მე-4 დოზა არ დაგვჭირდეს 6 თვეში და ის გადაიწევს 9 ან 12 თვისთვის.
რა თქმა უნდა, იდეალური იქნებოდა, რომ მომხდარიყო გრიპის და კოვიდის ვაქცინების “შერწყმა” და გადავსულიყავით “სეზონურ მრავალკომპონენტიან ვაქცინაზე”.
ვნახოთ, ჯერჯერობით კი 6 თვე არის „დაცულობის“ ინდიკატორი. მე ვიცრები კოვიდვაქცინის მე-3 დოზით დეკემბერში, თქვენ?“, - წერს გიორგი ფხაკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵არჩილ სოლოღაშვილს დაბადების დღე აქვს - ნახეთ, როგორ მიულოცა ცოლმა მას იუბილე
🔵რა გახდა ერმალო მაღრაძის გარდაცვალების მიზეზი - კლინიკის კომენტარი