ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) ინფორმაციას, თითქოს ის რუსულ მხარეს ლუგარის ლაბორატორიის შესახებ აწვდიდა ინფორმაციას, სიცრუეს უწოდებს.
„დღის კურიერის“ ეთერში მიტროპოლიტი ნიკოლოზი ასევე საუბრობს იმაზეც, თითქოს ლუგარის შესახებ გადაცემული ინფორმაციის სანაცვლოდ, მის ანგარიშზე რუსეთიდან 30 ათასი დოლარი დაირიცხა.
„რაც შეეხება ლუგარის ლაბორატორიას, ლუგარის ლაბორატორიაზე მე თუ მქონდა რაღაც ისეთი ინფორმაცია, რომელიც გაიყიდებოდა, ის ლუგარის ლაბორატორია არ არის დასახურავი, რომ მე მაძლევს ასეთ ინფორმაციას? აი საიდან უნდა მქონდეს მე წვდომა ლუგარის ლაბორატორიაზე, რომლის სახელი გავიგე მეც თქვენთან ერთად სავარაუდოდ, მაშინ, როდესაც კოვიდ პანდემიის დროს გაჟღერდა ეს სიტყვა, თორემ ეს ქიმიური ლაბორატორია რომ არსებობდა ზოგადად ვიცოდით. როგორ შეიძლება ამასთან რამე შეხება მქონოდა.
მეორე, გადაამოწმეთ თუ გინდათ, რუსეთიდან პირად ანგარიშზე თანხის გადმორიცხვა არის შეუძლებელი, არ ირიცხება ეს თანხა, იმიტომ, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის შეწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობა და პირდაპირი გადარიცხვები არ ხდება.
მესამე, ყველაზე საინტერესო არის ეს 30. დავიწყოთ იქიდან, რომ ასე იაფად თუ გავყიდე, მართლა გასაგდები ვარ ამ ქვეყნიდან, თუ გავყიდე და მერე ასე იაფად. თვითონ ინფორმაციის შიგნით არის ეს აბსურდულობა. მე მედება ბრალი იმაში, რომ 30 ვერცხლად გავყიდე ჩემი სამშობლო და თუ მე 30 ვერცხლად მაქვს სამშობლო გაყიდული, აქამდე უნდა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე, თუ არადა ახლა უნდა აღიძრას, აუცილებლად, დამიმტკიცდეს ეს ბრალი და სამაგალითოდ დავისაჯო სამშობლოს ღალატისთვის,“ - აცხადებს მიტროპოლიტი ნიკოლოზი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵იცით, ვინ აკონტროლებს თქვენს ინტიმურ მიწერ-მოწერას? - სოსო გოგაშვილი განგვიმარტავს
🔵„პატრიარქი გადადგომას აპირებდა“ - ფარული ჩანაწერების შემდეგი სერია