საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მსოფლიოში არსებულ რთულ ეპიდვითარებასა და ვაქცინაციის პროცესზე წერს. როგორც თავად ამბობს საქართველოში ვაქცინაციის საბუთებს აყალბებენ.
„ღარიბ ქვეყნებში ვაქცინები ფიზიკურად არ არის, მოსახლეობის 10%-იც არ არის აცრილი და მე-3 დოზებზე არც კი ოცნებობენ.
მდიდარ ქვეყნებში ვაქცინების ჭარბი რაოდენობაა, მოსახლეობის 80% უკვე აცრილია და 10%-ზე მეტმა მე-3 დოზა უკვე გაიკეთა.
საქართველო სად არის?! ფაქტია, რომ მდიდარი ქვეყნები უფრო დაცულები არიან, ღარიბები - ნაკლებად დაცულები.
მდიდარი ქვეყნების ეკონომიკა კიდევ უფრო გაძლიერდება და ეს ძირითადად მწვანე პასპორტების დახმარებით მოხდება.
ღარიბი ქვეყნების ეკონომიკა კიდევ უფრო განადგურდება. იქ კოვიდ პასპორტების ფუფუნება არ არის, რადგან ვაქცინები ფიზიკურად არა აქვთ.
საქართველო სად არის?! მწვანე პასპორტიც „ქართულ ჯიგრულ პონტში” არის გაკეთებული, ვაქცინაციის საბუთებს აყალბებენ, პოლიტიკური პარტიები კი ანტივაქსერული ელექტორატის გადაბირებით და მოთაფვლით არიან დაკავებული. სად არის საღი აზრი?!“, - წერს გიორგი ფხაკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ვინ არის გმირი ქალი, რომელიც მე-10 შვილის დედა გახდა (ფოტოები)
🔵რა უნდა მოგვიტანოს მეკვლემ იმისთვის, რომ 2022 წელი წარმატებული გვქონდეს - ცაგარელის რჩევები