დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განმარტებით, მწვანე პასპორტების ბაზაში ის პირებიც აისახებიან, რომელთაც კორონავირუსი ტესტით არ ჰქონდათ დადგენილი, თუმცა ჰქონდათ სიმპტომები და გარკვეული პერიოდი ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ახალი გადაწყვეტილება მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას გაასაჯაროვა, რომელიც გაუტესტავი ადამიანების მიერ კოვიდის გადატანის საკითხს ეხებოდა.
„ამაზე სამინისტრომ დაუშვა შესაბამისი ნორმატიული აქტი, თუ ადამიანი არ არის გატესტილი, მაგრამ მას ჰქონდა სიმპტომები, დაუკავშირდა 112-ს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას მეთვალყურეობდა ოჯახის ექიმი, ის შესაბამის ბაზაში აისახება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
წყარო: pia.ge