Digest Logo

„ომიკრონის დროს ყელის ტკივილის სამკურნალოდ ერთი ჩაის კოვზი სოდა თბილ წყალში და ორი-სამი წვეთი იოდი არის ძალიან კარგი საშუალება...“ - გიორგი გოგნიაშვილი

1643554398
გიორგი გოგნიაშვილი

ოტორინოლარინგოლოგმა გიორგი გოგნიაშვილმა გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ ვრცლად ისაუბრა ომიკრონისთვის დამახასიათებელ ისეთ სიმპტომზე, როგორიცაა ყელის ტკივილი. მისი თქმით, მისი სახლში მკურნალობაც სავსებით შესაძლებელია.

„ყელის ტკივილი ომიკრონის დროს არის ძალიან თვალშისაცემი. ყველა პაციენტი, ვინც მირეკავს ვირუსით, პირველს, რასაც აღნიშნავს, ეს არის საშინელი ყელის ტკივილი ცალ მხარეს. გეგონება, დენს მირტყამენო, თავისკენ გადაცემით. ეს, როგორც წესი, 1-2 დღე გრძელდება. ასეთ პაციენტებს ჯერ ვურჩიოთ, რომ დამშვიდდნენ, დაწყნარდნენ. არანაირი მოხრჩობა ამით არ იქნება.

ხანდახან სახლის პირობებში რაღაცების განხორციელების მომხრე ვარ, თუ ეს არ ავნებს პაციენტს. თუ პაციენტი იოდზე ალერგიული არ არის, გადადუღებულ თბილ წყალში ერთი ჩაის კოვზი სოდა და ორ-სამი წვეთი იოდი არის ძალიან კარგი საშუალება, რომელსაც ჩემი ოჯახი ხშირად იყენებს. ეს ძალიან ამცირებს ყელის ტკივილს. უნდა შევამციროთ მწარე, მჟავე, ცივი, ცხელი საკვების მიღება და ეს ყველაფერი აულაგდებათ რამდენიმე დღეში“ – განაცხადა გიორგი გოგნიაშვილმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„დაუმატეთ ერბოს ცოტა ქონდარი და ჯინჯერი, შემდეგ კი გაყინეთ“ - ვაქცინის ხალხური მეთოდი

🔵„მოეშვით კოვიდგადატანილების ორჯერ და სამჯერ აცრას“ - იაგო ფრანგიშვილი საგანგებო მიმართვა

🔵თუ ორგანიზმი D ვიტამინს საჭიროებს, მაშინ თქვენ აუცილებლად გექნებათ ეს სიმპტომები

🔵Dდიმერი, ცე რეაქტიული, კოაგულოგრამა - არის თუ არა საჭირო კოვიდის დროს ამ ანალიზების გაკეთება?

🔵„კოვიდის 10 მცნება: ბერეთ ბუშტები, იძინეთ მუცელზე, დღეში ორჯერ გაიზომეთ პულსი და სატურაცია“ - ექიმის რჩევები

🔵„აცრა რეკომენდებულია ყველა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტისთვის“ - 14 რჩევა ექიმებისგან