დღეს საქართველოში კორონავირუსით 55 ადამიანი გარდაიცვალა, ამ დროისთვის ქვეყანაში 11553 გარდაცვლილია.
კოვიდს ემსხვერპლა ანა მაღრაძის შვილი მარინა ნადირაძე, რომელიც სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
„რა უსამართლობაა დედიკო, მე უნდა დამყროდა გულზე შენი ლამაზი თვალებიდან გადმოყრილი ცრემლები გენაცვალოს დედა, აღარც წამალმა გიშველა და აღარც ლოცვებმა. ვინღა არ ლოცულობდა შენი გადარჩენისთვის, შვილო, რომ არაფერი ვთქვა ჩემ გაუთავებელ ლოცვებზე, აღარც დედის ლოცვებმა გასჭრა.
კორონამ ყველას გვაჯობა, დედი. მადლობა ვუთხრათ, დედიკო, ვინც შენთვის ლოცულობდა და ახლა ვინც გვისამძიმრებს შენს ნაადრევ წასვლას ამ ქვეყნიდან, დედი“, - წერს ანა მაღრაძე.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„გადაჭამეთ უკვე ერთმანეთი… ფარსია ეს ყველაფერი და ფარისევლები ხართ ყველა!“ - რას წერს ეკო ფანგანი
🔵არ ჩავაკეტვინოთ ქვეყანა, ყველაფერი ჩვენს ხელშია - რას წერს გიორგი ფხაკაძე