ცნობილია, რომ 22 იანვარს დაკარგული 27 წლის სალომე ტეტუნაშვილი ცოცხალია. ის ჯერ ნეაპოლის ერთ-ერთ ფსიქიატრიულ კლინიკაში იმყოფებოდა, მოგვიანებით კი პოლიციამ დაკითხვაზე შესაბამის სტრუქტურაში გადაიყვანა.
დაკარგული ახალგაზრდა პოლიციელის დახმარებით ემიგრანტმა მაკა ხაჩოშვილმა იპოვა. ამის შესახებ იტალიაშივე მყოფი „ექსკლუზივ ტვ“-ის ჟურნალისტი ნინო მამუკაძე სოციალურ ქსელში live რეჟიმში მაკა ხაჩოშვილთან ერთად საუბრობს.
„სალომე იმყოფებოდა ფსიქიატრიულ განყოფილებაში. მონაცემებით და ფოტოსურათით დამიდასტურეს ეს.
ამ ინფორმაციიდან ნახევარ საათში დამიკავშირდა იტალიელი კაცი და მითხრა, სალომე იმყოფება ქუჩაში, ფსიქოლოგიურად არ ჩანს სტაბილურიო.
ცოტა დაბნეული ჩანდა და მითხრა, რატომ ეძებთო. ფსიქიატრიული კლინიკიდან სალომე აღმოჩნდა ქუჩაში და მერე პოლიციაში. ქუჩაში ფეხშიშველი დადიოდა. გამოიქცა ალბათ საავადმყოფოდან“, - ამბობს მაკა ხაჩოშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ღია კარში დიდხანს ნუ დაგვაყენებთ, ორპირი იცისო“ - რას წერს თათია შარანგია ედუარდ შევარდნაძეზე
🔵„სამწუხაროდ ჩემი შიშები გამართლდა... ეს გადაწყვეტილება გაზრდის სიკვდილიანობას“ - გიორგი ფხაკაძე