Digest Logo

🎥 VIDEO: „ვეძებ მიწას გზის პირას, სადაც დედას დავკრძალავ“ - დომენიკ მანგოს საზოგადოების დახმარება სჭირდება

1643212437
დომენიკ მანგო სამოქალაქო აქტივისტი

ბლოგერი და სამოქალაქო აქტივისტი კუკური ბარამიძე, იგივე დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ მას დედა რამდენიმე დღის წინ გარდაეცვალა.

დღეს კი მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. მისი განცხადებით, დედას სასაფლაოზე დაკრძალვა არ სურდა, შესაბამისად აპირებს, რომ საფლავი გზის პირად გაუკეთოს.

„მინდა რომ გააანალიზოთ რასაც გიხსნით. დედაჩემმა თხოვნა დამიტოვა, რომ სასაფლაოზე არ დამმარხო სასაფლაოზე, არ გამიკეთო ქვები და სახელები. გულზე დამირგე ია ვარდები...

ვეძებ მიწას და ადამიანურად გთხოვთ გამიგოთ. პირობას რომ ვაძლევ ადამიანს, ქვას გავიტან და მაინც შევასრულებ ამას... ამიტომაც ვეძებ მიწას, სადაც გაშენდება სამოთხე. გთხოვთ თანადგომას“, - აცხადებს დომენიკ მანგო.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ღია კარში დიდხანს ნუ დაგვაყენებთ, ორპირი იცისო“ - რას წერს თათია შარანგია ედუარდ შევარდნაძეზე

🔵„ჩუმად მოვიწმინდე მერამდენედ ჩამოღვენთილი სიმწრის ცრემლი... რომ არა ისინი, ოჯახი, სადაც სალომე მუშაობდა დიდხანს არაფერს იტყოდა“ - ფიქრია კუჭუხიძე

🔵„სამწუხაროდ ჩემი შიშები გამართლდა... ეს გადაწყვეტილება გაზრდის სიკვდილიანობას“ - გიორგი ფხაკაძე

🔵„ბოლო პერიოდის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა“ - ნეკრესის ეპარქიის მღვდელმსახური გარდაიცვალა

🔵VIDEO: „ვერ დაიჯერეს, რომ შემიყვარდა... უამრავი შეურაცხყოფა მიაყენეს ჩემს მეუღლეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის 50 წლის“ - ალექსანდრა პაიჭაძე