ცნობილია, რომ 22 იანვარს დაკარგული 27 წლის სალომე ტეტუნაშვილი ცოცხალია. ის ჯერ ნეაპოლის ერთ-ერთ ფსიქიატრიულ კლინიკაში იმყოფებოდა, მოგვიანებით კი პოლიციამ დაკითხვაზე შესაბამის სტრუქტურაში გადაიყვანა.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში სალომე ტეტუნაშვილის ახლობელი გამოეხმაურა და საზოგადოებას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„გამარჯობა! მაპატიეთ, ვერ ვპასუხობ ამდენ შეტყობინებას.
როგორც აღვნიშნე სალომე ვიპოვეთ. Polizia Municipale San Giovanni..
პირადად ჩემი თვალით ვნახე, რომ სალომე ცოცხალია. ის დაკითხვის შემდეგ თავისი ფეხით დაჯდა მანქანაში, რათა მოეხდინათ გადაყვანა Casoria კასორიის განყოფილებაში, რათა დაიწყონ გამოძიება, თუ რატომ მივიდა ამ მდგომარეობამდე ის!
მე მჯერა, რომ ის ყველაფერს აღიარებს და არაფრის შეეშინდება!
ახლა მხოლოდ დაველოდოთ სიახლეს!! გაძლიერდი სალო!“, - წერს ლოლა თებიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ღია კარში დიდხანს ნუ დაგვაყენებთ, ორპირი იცისო“ - რას წერს თათია შარანგია ედუარდ შევარდნაძეზე
🔵„სამწუხაროდ ჩემი შიშები გამართლდა... ეს გადაწყვეტილება გაზრდის სიკვდილიანობას“ - გიორგი ფხაკაძე
🔵„ბოლო პერიოდის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა“ - ნეკრესის ეპარქიის მღვდელმსახური გარდაიცვალა