ექიმი ანი ქავთარაძე მიიჩნევს, რომ ყველა კოვიდინფიცირებულის კატე კვლევაზე გაშვება ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ვინაიდან დიდი დასხივება ონკოლოგიური დაავადებების მაპროვოცირებელია.
ანი ქავთარაძე ინტერესდება, იცის თუ არა ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა კოვიდინფიცირებულთა მკურნალობის პროტოკოლის ეს ნაწილი და რამდენად სწორად მიაჩნია.
„ძალიან მაინტერესებს, ახალი მინისტრი მაინც თუ დაინტერესდა, რატომ ერეკებიან (ჰო, ერეკებიან, ერთი მარშრუტით) განურჩევლად, სუბიექტური თუ ობიექტური ჩივილების და ასაკისა, ყველა კოვიდ ინფიცირებულს (განსაკუთრებით სასტუმროებიდან) კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე?!
ან რატომ ეპატიჟებიან უფასო გულ-მკერდის კტ. ზე კოვიდ გადატანილებს სახელმწიფოს ხარჯზე?! დაასრულებთ ამ, საყოველთაო დასხივებას, თუ ონკოლოგიის მეტად აღორძინებას გეგმავთ სამომავლოდ ბედკრულში?“ - წერს ანი ქავთარაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵რომელ ქვეყნებში აღინიშნება ძველით ახალი წელი
🔵არ იყიდოთ! „Cry Babies“ თოჯინები პატარების ფრუსტრაციას და დაბნეულობას იწვევს