Digest Logo

არ იყიდოთ! „Cry Babies“ თოჯინები პატარების ფრუსტრაციას და დაბნეულობას იწვევს

1642076176
თოჯინა

​თუ თქვენ  „Cry babies“ თოჯინების ან Youtube სერიების შესახებ ჯერ არაფერი გსმენიათ, ეს გაფრთხილება მაინც უნდა გაითვალისწინოთ: არასდროს უყიდოთ ბავშვს „Cry babies“ თოჯინები, ეს თოჯინები ბავშვებში ფრუსტრაციისა და დაბნეულობის გამოსაწვევად არის შექმნილი. „Cry babies: Magic Tears“ ანიმაციის სამყარო ბავშვს მონსტრად აქცევს და მას ნამდვილი  ცრემლებით შეამკობს. 

თოჯინებით თამაში ბავშვს დამოუკიდებლობას აჩვევს და სასარგებლოა. ხმაურიანი და მტირალა თოჯინებიც მისაღებია, თუმცა თოჯინების ეს სპეციფიკური ბრენდი და მისი Youtube სერიები მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ოჯახს აწამებს.

Cry babies არის როგორც სათამაშოები, ასევე ანიმაცია. თოჯინებს IMCToys-ის ბრენდი აწარმოებს. თითქმის არ არსებობს ობიექტური ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც თოჯინებს ან ანიმაციას ქმნიან. თოჯინების ნაწილი წყლის ცრემლებით ტირის, ნაწილი კი ტოქსიკური სითხის შხეფებით, რომელსაც „ჯადოსნური ცრემლები“ ეწოდება. მან შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. შემადგენლობაში ვკითხულობთ, რომ შეიცავს ალერგენებს: ლიმონენესა და ლინალულს. თოჯინები შემაშფოთებლად ხმაურიანია და შემაწუხებელ ხმებს გამოსცემს.

მტირალა თოჯინის ქონა ბავშვისთვის დამაზიანებელარ არის, რადგან ეს მას ზრუნვას აჩვევს. ის სწავლობს, რომ ბავშვს უნდა მოეფეროს, აჭამოს, გამოუცვალოს, როდესაც ის ტირის, თუმცა Cry babies თოჯინები მიზეზ - შედეგობრივი კომფორტული ციკლის საფუძველზე არ არის შექმნილი.

დამაბნეველი პარამეტრების გამო თოჯინა ხშირად აკეთებს იმას, რასაც ბავშვი მისგან არ ელოდება, რის გამოც ბავშვი თოჯინასთან ერთად ტირილს იწყებს. ნაცვლად იმისა, რომ ბავშვს თოჯინა მობეზრდეს, ის დაჟინებით ცდილობს, რომ მას ის გააკეთებინოს, რაც ჩაიფიქრა.

Cry babies თოჯინები საბოლოოდ მშობლის თავის ტკივილისა და ბავშვის უსასრულო გაურკვევლობის მიზეზი ხდება. მშობლები ცდილობენ ახალი მოდელების შეძენას და იმედი აქვთ, რომ მას უკეთესი ფუნქციები ექნება, ამგვარად მოჯადოებული წრე იკვრება. ამ წრისგან თავის დასაღწევად, გირჩევთ, არ უყიდოთ ბავშვს Cry babies ტოქსიკური თოჯინები.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„20 წლის წინანდელი დანაშაული დადასტურებულიც რომ იყოს, ხაზარაძის და ჯაფარიძის დაჭერა დღეს არის მავნებლობა“ - ნათია ფანჯიკიძე

🔵„სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის“ - მიხეილ ცაგარელის დღის რჩევა

🔵„მინდა გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი დაკვირვება კლინიკური პრაქტიკიდან“ - ნანა გეგეჭკორის რჩევები „ომიკრონთან“ დაკავშირებით

🔵რომელ ქვეყნებში აღინიშნება ძველით ახალი წელი

წყარო: momsedu.ge