„სავალდებულო ვაქცინაციას უფრო ნეგატიური პროცესები მოჰყვება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრის თქმით, სავალდებულო ვაქცინა ხელს შეუშლის და შეაფერხებს ვაქცინაციის პროცესს.
მინისტრმა მოქალაქეებს აცრის გაკეთებისა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.
„დარწმუნებული ვარ, რომ სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო ნეგატიური პროცესები, რაც პირიქით, ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს. აქედან გამომდინარე, არ ვეთანხმები და ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და არა იძულებითი წესის გამოყენება. ისევ და ისევ ვაქცინაციის პროცესის სასარგებლოდ.
სახელმწიფო შესაძლებლობები ამ ეტაპისთვისაც არის უცვლელი, რაც გულისხმობს რეგულაციების დაცვის მკაცრ აღსრულებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი მოქალაქეები კვლავ ჩაერთონ ვაქცინაციაში თავიანთი აქტივობით და სამოქალაქო მაღალი პასუხისმგებლობით იმისთვის, რომ დავიცვათ სოციალური დისტანცია, გავითვალისწინოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მოწოდებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან. მნიშვნელოვანია, რომ გავააქტიუროთ ვაქცინაციის პროცესი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„5-იანის შემოხაზვით მურმან დუმბაძის ცნობილი წყევლა გაცოცხლდება და ხელი გაგვიხმება“ - რას წერს თინა ხიდაშელი
🔵„ნუ მოვატყუებთ ერთმანეთს ფუჭი იმედებით, ვთქვათ პირდაპირ...“ - დავით გადელია საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს