Digest Logo

„ტელევიზიაში ვინც ვაქცინას არ გაიკეთებს, უხელფასო შვებულებაში ვუშვებ“ - გვარამია

1630266535
მთავარი არხის დირექტორი

„მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, ტელეკომპანიის თანამშრომლები, რომლებიც ვაქცინას არ გაიკეთებენ უხელფასო შვებულებაში უშვებს. ამის შესახებ მან „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, თანამშრომელთა უმეტესობამ ვირუსი გადაიტანა, თუმცა არიან ანტივაქსერები.

„ვიდრე ქვეყანაში არის პანდემია, მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ თანამშრომლები, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს ამბობენ, წავლენ უხელფასო შვებულებაში. ეს პრობლემა განსაკუთრებით იყო მძღოლებში, რომლებიც ყველაზე მეტად არიან გადამტანები,“- ამბობს გვარამია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵სკოლა არ უნდა დაიწყოს! - სოფო ჯაფარიძე

🔵სმენის დაქვეითება, თითების დაბუჟება, წვა და ოფლიანობა - ღოღობერიძე პოსტკოვიდურ სიმპტომებზე

🔵„როგორ დაადასტურებს, რომ თანამედროვე მედიცინა სათანადოდ იცის და კომპეტენტურია?“ - ექიმი გამყრელიძეს უპირისპირდება