ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, გაუარესებული ეპიდსიტუაცია ქვეყანაში ახალი შეზღუდვების დაწესების საფრთხეს ქმნის.
მისი თქმით, თუ ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი 2 კვირის განმავლობაში არსებულ ნიშნულზე დარჩება, შეზღუდვების დაწესება გარდაუვალი გახდება.
„ის ტემპი რომ შეგვენარჩუნებინა, რაც ზაფხულში გვქონდა, განსაკუთრებით ივლის-აგვისტოში, შესაძლებელი იყო, რომ ზრდასრული მოსახლეობის 40-45 პროცენტი აგვეცრა. ამიტომ ჩვენ მივიღეთ ისეთი ეპიდსიტუაცია, რაც გვაქვს და სამწუხაროდ, ეს არ არის მოულოდნელი.
თუ ვაქცინაცია არ წავა კარგი ტემპით, სულ იქნება მსგავსი რისკები, რომ როგორც კი რეგულაციები მოიხსნება, ისევ გაუარესდეს ეპიდვითარება და მოხდეს კატასტროფა.
ზოგადად შეზღუდვების მომხრე არ ვარ, მაგრამ შეზღუდვები არის საბოლოო გადაწყვეტილება, რომელსაც ვერ გაექცევი, როდესაც ასეთი მატება გაქვს.
საქართველოსნაირ ქვეყანაში, სადაც 30-ზე ცოტა მეტი პროცენტია აცრილი და პლუს ამას გაქვს დღიურად 5000 ახალი შემთხვევა, ორ კვირაზე მეტ ხანს თუ ასეთი სიტუაცია შენარჩუნდა, ისე გადაიტვირთება ჰოსპიტალური სექტორი, რომ შეიძლება ჩამოიშალოს. სხვა გზა არ რჩება, თუ არა შეზღუდვები“, - აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ინფორმაცია მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს - ასტროლოგის რჩევები
🔵მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის ნაცვლად, სავარაუდოდ, C ვიტამინი გაუკეთეს
🔵„დედიკოს ბიჭები" ზოდიაქოს ნიშნებს შორის
🔵„ღამე ორთაჭალაში თავს დაესხნენ ჩემს მძღოლს... ჯგუფურად სცემეს“ - რას წერს ანა დოლიძე
🔵„ცოტა ტრ@@ი დაატიეთ... სულ ზუბილით და კირკით დავშლით იმ ციხეს“ - რას წერს დავით ახრახაძე
🔵„მდგომარეობა არის კატასტროფული - შეიძლება საველე ჰოსპიტალიც დაგვჭირდეს“ - დევი ტაბიძე