Digest Logo

„ვერ ვიღებთ და ვერც მივიღებთ წარმატებულ შედეგს იმ ქვეყანაში, სადაც ნიღბის ტარების მაჩვენებელი 30%-მდეა“ - დევი ტაბიძე

1639458458
პირბადე ვირუსებისგან დასაცავად

ექიმები პანდემიასთან ბრძოლის მთავარ მექანიზმად კვლავ იმუნიზაციას ასახელებენ და მოსახლეობას ზოგადი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

მედიკოსების განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელიც გაიზარდოს, რადგან ბოლო პერიოდში ამ რეკომენდაციას მოსახლეობა მკაცრად აღარ იცავს.

„საქართველოში კოვიდის მხრივ კვლავ მნიშვნელოვნად დაძაბული სიტუაციაა. შემთხვევების მატება აღინიშნება და დინამიკაში გარკვეული სტაბილიზაციის მიუხედავად, საკმაოდ მაღალი რიცხვია ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობის ნაწილში. მნიშვნელოვანია, მაქსიმალური ყურადღება გამოვიჩინოთ ამ დაავადებასთან დაკავშირებით. მაქსიმალურად დავიცვათ ინფექციის პრევენციის წესები და ჩავიტაროთ ვაქცინაცია“, - განაცხადა ოთარ ჩოკოშვილმა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტ დევი ტაბატაძის თქმით კი, ქვეყანაში სადაც პირბადის ტარების მაჩვენებელი 30%-ია, რთულია ვირუსის მართვაზე საუბარი.

„სტაბილიზაციისკენ მივდივართ, მაგრამ გარდაცვალების რაოდენობა მაინც მაღალია. მიუხედავად არაერთი გაფრთხილების და მოწოდებისა, რომ დავიცვათ ისე რეგულაციები, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა.

რატომღაც ვერ ვიღებთ წარმატებულ შედეგს და ვერც მივიღებთ, იმ ქვეყანაში სადაც ნიღბის ტარების მაჩვენებელი 30%-მდეა ძალიან რთულია საუბარი სხვა წარმატებებზე“, - განაცხადა დევი ტაბიძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ნინიკო ნაცარიშვილი და ლავასოღლი შვილს ელოდებიან

🔵„მიშას „ქართული ოცნების“ ნაცვლად, მისი მხარდამჭერები გააკრავენ ჯვარზე და სულ კინწისკვრით აიყვანენ გოლგოთაზე“ – ბორის ყურუა

🔵„მწერენ თუ რატომ არ ვარ პაპასთან, რატომ ვცხოვრობ თბილისში, რატომ გავდივარ ქვეყნიდან, რატომ ვსუნთქავ და ა.შ.“ - გიორგი სუხიტაშვილი

🔵„საქართველოში ფილერების ბუმია - ყველას არ შეუძლია ფილერით გაისწოროს ნაოჭები, აქვს უკუჩვენებაც“ - ნანა გეგეჭკორი