Digest Logo

„საქართველოში ფილერების ბუმია - ყველას არ შეუძლია ფილერით გაისწოროს ნაოჭები, აქვს უკუჩვენებაც“ - ნანა გეგეჭკორი

1639421327
ექიმი ნანა გეგეჭკორი

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი ფილერების გაკეთებასთან დაკავშირებით საზოგადოებას ზოგად რჩევას აძლევს. როგორც გეგეჭკორი აცხადებს, ფილერით ნაოჭების გასწორება ყველას არ შეუძლია და მას უკუჩვენებაც აქვს.

FDA- ის რჩევის გათვალისწინებით ნანა გეგეჭკორი იუწყება, რომ ეს არაა პროცედურა, რომელსაც მარტივად უნდა მიუდგეთ.

„საქართველოში როგორც ჩანს ფილერების ბუმია. FDA გაფრთხილებთ რომ ეს არაა პროცედურა, რომელსაც ძალიან მარტივად უნდა მიუდგეთ. კოსმეტიკური პროცედურები აუცილებლად უნდა აკეთონ დერმატოლოგიაში და პლასტიკურ ქირურგიაში გაწვრთნილმა სპეციალისტებმა, ასეთია ამერიკის წამლის სააგენტოს რჩევა. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყველას არ შეუძლია, ფილერით გაისწოროს ნაოჭები. აქვს უკუჩვენებაც…

სილამაზე ჯანმრთელობის ფასად რომ არ ღირს, ის მარტივი ჭეშმარიტებაა.“- წერს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში და სტატუსს ფილერთან დაკავშირებით FDA-ის (აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თან ურთავს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ნინიკო ნაცარიშვილი და ლავასოღლი შვილს ელოდებიან

🔵„2 წელია, ღრმა დეპრესიით სახლიდან არ გავდივარ“ – მაიკო კაჭკაჭიშვილი

🔵„მიშას „ქართული ოცნების“ ნაცვლად, მისი მხარდამჭერები გააკრავენ ჯვარზე და სულ კინწისკვრით აიყვანენ გოლგოთაზე“ – ბორის ყურუა

🔵„მწერენ თუ რატომ არ ვარ პაპასთან, რატომ ვცხოვრობ თბილისში, რატომ გავდივარ ქვეყნიდან, რატომ ვსუნთქავ და ა.შ.“ - გიორგი სუხიტაშვილი