Digest Logo

ვინ უნდა გაიკეთოს „ბუსტერი“ - კულუმბეგოვის განმარტება

1635415426
ბიძინა კულუმბეგოვი საგანგებო ვიდეომიმართვას ავრცელებს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის ე.წ. „ბუსტერ“ დოზების გაკეთებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და განმარტავს რა შემთხვევაშია საჭირო ვაქცინის დამატებითი დოზა. 

„დღეის მონაცემებით საქართველოში „ბუსტერის“ გაკეთება შესაძლებელი არის მხოლოდ ვისი ასაკიც არის 50 წელს ზემოთ ან ქვედა ასაკობრივ ჯგუფში 16-დან 49 წლამდე თუ აქვს რომელიმე ქრონიკული დაავადება, ან არის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი ან ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში მუშაობს.

ასეთ ადამიანებს თუ ბოლო ინიექციიდან „ფაიზერის“ გაკეთებიდან 6 თვე გაუვიდათ, მათ შეუძლია ფაიზერის 1 დოზა, ან „სინოფარმი“ ან სინოვაკი გაიკეთონ. სამივე ვაქცინის არჩევანის უფლება აქვთ. სხვა შემთხვევაში „ბუსტერების“ საკითხი არის დახურული“, - აღნიშნა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 009 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 45 ადამიანი, ხოლო 5 177 პირი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 707 290-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 647 878 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 9 918 პაციენტი ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ერთხელ ფანჯრიდანაც კი გადახტა და ფეხი იტკინა. ის პანსიონატში გააუპატიურეს, თუმცა არავინ დასჯილა“ - რას წერს ბაია პატარაია

🔵„მძიმე ეპიდვითარებაა, შედეგები 2 კვირაში დადგება“ - ლევან გოფოძე აქციებზე

🔵„მასწავლა, რომ ცხოვრება არ არის წყევლა, ის არის საჩუქრად მიღებული შანსი“ - ნიკო კვარაცხელიას 16 წლის დის ემოციური წერილი

🔵„მდგომარეობა კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება“ - სოფო ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს

🔵„პროცესის შენელებით ჩვენ ვზრდით ინფიცირებული ადამიანებისა და გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობას“ - ივანე ჩხაიძე