„2022 ჯამში გვაძლევს ექვსს. ამ წელს მართავს გამარჯვების პლანეტა იუპიტერი და ვენერა, რომელიც ფულისა და სიყვარულის პლანეტაა“, - ამბობს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი.
ის გვირჩევს, თუ როგორ უნდა შევხვდეთ 2022 წელს, რათა ფინანსურად ძლიერები ვიყოთ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, თუ თითოეულ ოჯახის წევრს გვექნება სამი 2-ლარიანი მონეტა. ახალი წლის სუფრასთან რომ დავსხდებით, პატარა აკვარიუმში ან ნებისმიერ სხვა ჭურჭელში უნდა ჩავასხათ წყალი და ჩავუშვათ თითოეულმა ეს სამ-სამი 2-ლარიანი მონეტა, რომლებმაც დილამდე ჩვენთან ერთად უნდა გაატარონ დრო“, - ამბობს ცაგარელი.
მისივე თქმით, ეს იმიტომ კეთდება, რომ წყლის სტიქია ერთ-ერთი მმართველია ფულის და სწორედ წყლის სტიქია გააძლიერებს ამ ფინანსურ ბარაქას.
„დილით უკვე შეგიძლიათ წყლიდან ამოიღოთ და შეგიძლიათ ეს მონეტები საფულეში შეინახოთ და წლის განმავლობაში ატაროთ. წლის ბოლოს უკვე შეგიძლიათ დახარჯოთ.
მნიშვნელოვანია ასევე, რომ გავითვალისწინოთ ნაძვის ხის ადგილმდებარეობა. ის უნდა იყოს ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს მოთავსებული ან დასავლეთ მხარეს. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, შუაში მაინც მოაქციეთ. მას გვერდით უნდა ჰქონდეს ჩიჩილაკი და ასევე, მანდარინის ტოტი, თუნდაც ხელოვნური. მანდარინის ტოტი აღმოსავლეთში არის სიმბოლო ხვავისა და ბარაქისა.
ნაძვის ხე უნდა იყოს ლურჯი, მწვანე ან ოქროსფერი“, - ამბობს ცაგარელი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„სანდრას რატომ არ ასამართლებთ? ხარჯების დიდი ნაწილი არის მისი“ - მიხეილ სააკაშვილი
🔵იტალიაში ქართველი ქალი გარდაიცვალა, რომელმაც ემიგრაციაში 13 წელი გაატარა