Digest Logo

„2022 წელი საქართველოსთვის საკმაოდ რთული და კომპლექსური იქნება“ - ასტროლოგის გაფრთხილება საზოგადოებას

1640769128
დროშა _ ქუთაისი

ასტროლოგი რამაზ გიგაური 2022 წლის ასტროლოგიურ მიმოხილვას აკეთებს და საქართველოს შესახებ წერს. მისი თქმით, ქვეყანას გარდამტეხი პერიოდი აქვს.

როგორც პოსტიდან ვიგებთ 2022 წელს 2 პოლიტიკური ძალიდან ერთ-ერთი იქნება გამარჯვებული, რომელიც საქართველოს წინსვლისთვის იზრუნებს.

საქართველო

ბუნებრივია, ყველა ის პოლიტიკური თუ ეკონომიკური ტენდენცია თუ ცვლილება, რომელიც 2022 წლისთვის იქნება დამახასიათებელი, საქართველოზეც აისახება.

საქართველოს მუნდანური ჰოროსკოპის მიხედვით 2022 წელი საქართველოსთვის საკმაოდ რთული და კომპლექსური იქნება. ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია ცხადია იქნება პოლიტიკური, უფრო სწორედ კი ხელისუფლებისთვის ბრძოლა, რომელიც 2021 წელს გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და 2022 წელსაც გასტანს.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში გადამწყვეტი პერიოდი 2022 წლის აგვისტოდან - 2022 წლის ნოემბრამდეა.

ეს არის ერთი მხრივ რისკზე წასვლის, შესაძლებლობების გაფართოების, გამარჯვების სურვილის და მეორე მხრივ ძალის, აგრესიის, ბოლომდე ბრძოლის ტენდენცია.

აქ მიდის ორი პოლიტიკური ძალის დაპირისპირება, სადაც გამარჯვებული 2022 წელს 90-95 პროცენტით გამოვლინდება.

ერთ-ერთი მხარე მიაღწევს გადამწყვეტ უპირატესობას და მეორე მხარეს მიზერული შანსი ექნება, რომ 2023 წელს რაიმე შეცვალოს (ცვლილებების შანსი შედარებით 2024 წლიდან მოიმატებს).

საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპში ერთი საინტერესო ასპექტია, რომელიც მე-11 ასტროლოგიურ სახლს უკავშირდება. ეს მეგობრების, თანამოაზრეების და გაერთიანებების სექტორია.

ამიტომ დიდი ალბათობით 2022 წელს მოსალოდნელია ოპოზიციური ძალების კიდევ უფრო მეტად გაერთიანება (იმიტომ ოპოზიციური ძალების, რომ მმართველ პარტიას არავისთან გაერთიანება არ სჭირდება. ის უბრალოდ, ხელისუფლებაა).

ეს გაერთიანება ძალიან რთული და თითქმის წარმოუდგენელი იქნება, თუმცა შესაძლებელია და დიდი ალბათობით 2022 წლის მარტიდან ამის ნიშნების დანახვა შესაძლებელი იქნება.

2022 წელს ტრანზიტული იუპიტერი საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპში მე-9 და მე-10 სახლებში იმოძრავებს, ხოლო ტრანზიტული სატურნი გააგრძელებს მე-7 სახლში მოძრაობას.

ეს მიანიშნებს, რომ საქართველოსთვის 2022 წლის იანვრიდან მაისამდე აქტუალური იქნება საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებული საკითხები. მოსალოდნელია საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით მნიშვნელოვანი სიახლეები მოხდეს ან დაიწყოს გარკვეული პროცესი, რომელიც საქართველოს და საერთაშორისო ორგანიზაციების ურთიერთობებს საკითხებს განვითარების კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს.
გარდა ამისა, მოსალოდნელია გააქტიურდეს რელიგიურ ინსტიტუტებთან დაკავშირებული საკითხები. შეიძლება ამ კუთხითაც ვიხილოთ რაიმე ტიპის ცვლილებები ან რეფორმები.

მოსალოდნელია ტურიზმთან და საერთაშორისო ფრენებთან დაკავშირებით ახალი და საკმაოდ საინტერესო ტენდენციების განვითარება. შესაძლოა ეს იყო საქართველოს როგორც მაკროეკონომიკური მოდელის საინტერესო ნაწილად წარმოჩენა ან მსხვილ ეკონომიკურ სქემაში საქართველოს ჩართულობა.

2022 წლის მაისიდან - წლის ბოლომდე წინ წამოიწევს ხელისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები. შესაძლოა ვიხილოთ მთელი რიგი პოლიტიკური ცვლილებები, რომელსაც ხელისუფლება განახორციელებს. შეიძლება ეს იყოს ცვლილებები მთავრობაში ან არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები. წლის მეორე ნახევარში ხელისუფლებას მოუწევს გაცილებით მეტი მუშაობა ცვლილებების კუთხით, თუმცა 2022 წლის მეორე ნახევარში მიღებული გადაწყვეტილებების რეალიზება მხოლოდ 2023 წლის გაზაფხულიდან გახდება შესაძლებელი.

შენარჩუნდება ასევე მიანიშნებს სხვა და სხვა ტიპის დაპირისპირების ალბათობა ქვეყნის ღია მტრებთან და ცხადია, აქ უპირველესად რუსეთთან არსებული დაპირისპირება იგულისხმება. რუსეთის მხრიდან ნეგატიური გავლენის ალბათობა მთელი 2022 წლის აქტიური იქნება (რუსეთის გავლენიდან თავის დაღწევის შესაძლებლობა 2024 წლიდან გაჩნდება).

საქართველოსთვის რთული შემდეგი პერიოდები იქნება: იანვარი, თებერვლის პირველი ნახევარი, მარტის პირველი ნახევარი, მაისის მეორე ნახევარი, ივნისის პირველი ნახევარი, აგვისტო, ოქტომბრის მეორე ნახევარი, ნოემბერი.

ამ პერიოდებში საქართველოს ხელისუფლებას წინდახედულობის, სიფრთხილის და ყურადღების გამოჩენა მართებს, რათა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრება მშვიდ და უსაფრთხო ტემპში წარიმართოს“, - წერს გიგაური.


აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„ეს მოხდება 1-ელ თებერვალს, 09:47 წუთზე, აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ“ - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს

🔵„ბევრი ადამიანი გაგიჟდება და მოკვდება ამისგან“ - რას უნდა ველოდოთ 2022 წელს ვანგას წინასწარმეტყველებით? - დაუჯერებელი დამთხვევები და ფაქტები

🔵„კოვიდი არ არის ყველაზე საშინელი რამ...“ - როგორ ხედავს 2022 წელს 15 წლის ნათელმხილველი ბიჭუნა, რომელმაც პანდემია იწინასწარმეტყველა

🔵 ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და გზა წარმატებისკენ - ლაშა ტალახაძის უცნობი ამბები

🔵ვანგას წინასწარმეტყველება - რა ელის კაცობრიობას მომავალში?! როდის განადგურდება დედამიწა?!

🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე