Digest Logo

2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის

1640605332
მორიელი

ძვირფასო მორიელებო, სავარაუდოა, რომ 2022 წელს, თქვენი შფოთვის დონე გაიზრდება. ამის მიზეზი მარტივია - თქვენს ყოველდღიურ რუტინაში მრავალი მოულოდნელი სიახლე შემოვა! ამიტომ, მოემზადეთ ცვლილებებისთვის!

კარიერული ცვლილებები და ფინანსური სტაბილურობა

კარიერული თვალსაზრისით, 2022 წელი წინსვლის მრავალ შანსს მოგცემთ. ეს იქნება წელი, როდესაც საკმაოდ კმაყოფილი იქნებით პროფესიული ცხოვრებითა და ფინანსებით.

მართალია ძლიერი პიროვნება ხართ, თუმცა ხშირად სიჩუმეს ამჯობინებთ. 2022 წელს აღმოაჩენთ, რომ თქვენი ხმა, იმაზე ბევრად მაღალია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. მთავარია გაბედოთ და მოითხოვოთ ის, რისთვისაც მრავალი წელი შრომობდით. შედეგად კი, აუცილებლად მოგეცემათ ის, რაც ასე ძალიან გსურთ - ამ შემთხვევაში, პროფესიული წარმატება...

მათთვის, ვინც დიდი ხანია რაიმე მნიშვნელოვანი პროექტის წამოწყებას ან თუნდაც შეცვლას გეგმავს, უკეთესი იქნება, სამომავლოდ გადადოთ. ამრიგად, პროექტის დაწყება და შეცვლა ამ ეტაპზე შეიძლება არ იყოს მოგებიანი. თუმცა, კარგი ისაა, რომ მთელი თქვენი ენერგია დაგეხმარებათ დაძლიოთ შინაგანი უძრაობის განცდა, რომელსაც უკვე დიდი ხანია განიცდით.

რომანტიკული ურთიერთობები

თუკი მარტოხელა ხართ, 2022 წლის ჰოროსკოპი ამბობს, რომ ძირითად დროს სიყვარულის და ბედნიერების ძიებას დაუთმობთ. ამიტომ, წინასწარვე დაფიქრდით, თუ რას აპირებთ. 2022 წლის პირველ თვეებში შეიძლება გარკვეულ დაბრკოლებებს გადააწყდეთ, წლის სექტემბრიდან იღბალი თქვენს მხარეზე იქნება. მანამდე კი, ემოციებისა და გრძნობების შეკავება მოგიწევთ...

ხოლო თუ დაქორწინებული ხართ ან სტაბილურ ურთიერთობაში იმყოფებით, დიდი ალბათობაა, რომ სხვადასხვა მიზეზით, თქვენს პარტნიორთან ფიზიკური დისტანცირება მოგიწევთ. შედეგად კი მარტოხელა მორიელების მსგავსად, წლის პირველი ნახევარი მარტოობის უსიამოვნო გრძნობით იქნება აღსავსე. გულს ნუ გაიტეხთ, სექტემბრიდან თქვენთვისაც ყველაფერი შეიცვლება!

ჯანმრთელობა

2022 წელი იქნება წელი, როდესაც გონების გამოკვება დაგჭირდებათ. დიახ, მნიშვნელოვანია, რომ გააძლიეროთ ისეთი ჯანსაღი ჩვევებით, როგორიცაა წიგნის კითხვა, მედიტაციის პრაქტიკა და სხვა გონებრივი აქტივობები.

ასევე, შეინარჩუნეთ მიირთვით ჯანსაღი, მაგრამ მსუბუქი საკვები. ის, რაც კარგია თქვენი სხეულისა და გონებისთვის. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ საკვები, რამაც შეიძლება გააძლიეროს შფოთვის დონე - აქ ძირითადად ტკბილეულსა და ცომეულს ვგულისხმობთ. დალიეთ მეტი მცენარეული ჩაი და გაანებივრეთ საკუთარი თავი ეთერზეთებით.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵როგორი იქნება 2022 წელი ლომებისთვის?

🔵2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის

🔵„არ დაგეგმოთ არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი“ - მიხეილ ცაგარელი

წყარო: trend.ge