Digest Logo

🎥 „ლურჯ ვეფხვს თავისი ფავორიტები ეყოლება, ზოგს კი სიფრთხილის გამოჩენა მოუწევს“ - 2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისათვის

1641022920
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

2022 წელი გვიახლოვდება, აღმოსავლური ასტროლოგის თანახმად, ამ წყლის მმართველი ლურჯი წყლის ვეფხვია. ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, მომავალი წელი მიმდინარეზე უკეთესი და მშვიდი იქნება.

როგორც მიხეილ ცაგარელმა „დაიჯესტთან“ განაცხადა მთელი წელიწადი, თავისი დადებითი და უარყოფითი მაჩვენებლით, შესაძლოა, ორ ნაწილად გაიყოს, წლის პირველი და მეორე ნახევარი, როდესაც კოსმოსი ზოდიაქოს კონკრეტულ ნიშანს კონკრეტულ შანსს და კონკრეტულ გამოწვევებს შესთავაზებს.

მისივე თქმით, ლურჯ ვეფხვს თავისი ფავორიტებიც ეყოლება, ზოგს კი სიფრთხილის გამოჩენა მოუწევს. მაშ ასე:

♈ვერძი - ეს ნიშანი მომავალი წლის ერთ-ერთი ფავორიტია, განსაკუთრებით კარგი პერიოდი მაისის 20 რიცხვიდან ოქტომბრის ბოლომდე ექნებათ. რადგან ამ პერიოდში გამარჯვების მმართველი პლანეტა მათთვის სასარგებლოდ იმოძრავებს. ერთადერთი რთული პერიოდი, რომელიც 2022 წელს უნდა გაიარონ 1 - მარტიდან 15 მარტამდეა. დანარჩენი წელიწადი იქნება წარმატებული. თუმცა თხოვნები აქვს სამყაროს - ესაა საიდუმლოს დაცვა და გეგმების გასაიდუმლოება. სახიფათოა საოჯახო ურთიერთობები, ამ მიმართულებით არის წყალქვეშა დინებები. შესაძლოა, ოჯახში იყოს კონფლიქტი და დაძაბულობა.

♉კურო - მომავალი წლის ერთ-ერთი ფავორიტია. კარგი წელიწადია კარიერული განვითარების კუთხით, განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარი. მას აქტიური ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ინტერნეტთან, რადგან აქედანაც შეიძლება მიიღოს მნიშვნელოვანი წარმატება, ასევე ეს პერიოდი საინტერესო, ახალი სამეგობრო წრის გაჩენას უწყობს ხელს.

მაგრამ ცოტა ფრთხილად უნდა იყოს წლის პირველ ნახევარში კაპიტალდაბანდებების და ინვესტიციების მიმართულებით. ასევე ზედმეტი მსხვილი ხარჯის მიმართ და წლის მეორე ნახევარში ყურადღება უნდა მიაქციოს ინფორმაციას, რომ შეცდომა არ დაუშვას.

♊ტყუპები 2022 წლის მეორე ნახევრამდე - 14 აპრილამდე ტყუპებს კარმული მოვლენები ექნებათ ცხოვრებაში. ისინი შეძლებენ მიიღონ კარგი გაკვეთილები, რაც ცხოვრების ახალ დონეზე გადასვლაში დაეხმარებათ. თუ ისინი გააანალიზებენ შეცდომებს, ეს წელი წარმატებული იქნება მათთვის. დროა, მოახდინოთ თქვენი უნარებისა და შესაძლებლობების მონეტიზაცია. ტყუპებს სასიამოვნო შესყიდვები ელით: მანქანები, ავეჯი, უძრავი ქონება. შესაძლებელია სამუშაოს შეცვლაც, რაც მათ ფინანსურ მდგომარეობას, 2 რთული წლის შემდეგ, გააუმჯობესებს.

♋კირჩხიბი - ძირითადი საკითხები, სჯობს, წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 20 მაისამდე შეასრულოთ, რადგან ამ პერიოდში ძალიან კარგია თქვენი განწყობა, შარმი და იღბლიანობაც იმატებს, სასურველია უცხოეთთან დაკავშირებული საკითხებიც მოაგვაროთ, რადგან კოსმოსი ამ მხრივ ხელს გიწყობთ.

მეორე ნახევრიდან თქვენს ზოდიაქოს ნიშანში შავი მთვარე გადადის, ამ დროს ჯობია, საიდუმლო შეინახოთ, ბევრი არ ილაპარაკოთ და განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ სანათესავო და საოჯახო ურთიერთობებში. მოერიდეთ მემკვიდრეობის საკითხების გარკვევას რადგან ის დაძაბავს ურთიერთობებს, წლის ბოლოს ისევ კარგი პერიოდი გექნებათ.

♌ლომი - ლომს მეგობრული კონტაქტების მიმართ სჭირდება მაქსიმალური ყურადღება, შესაძლოა მეგობრების მხრიდან იყოს ღალატის ტენდენციები. ასევე მოგიწევთ ჭორებისა და ინტრიგების გაკონტროლება რადგან ის მთელი წლის განმავლობში შეგიშლით ხელს. სამაგიეროდ ძალიან კარგი წელი იქნება სასიყვარულო კუთხით, რადგან ვენერას მდგომარეობა ახლა თქვენ წისქვილზე ასხამს წყალს.

♍ქალწული - ერთ-ერთი წარმატებულია, კარგია საქმიანი და სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, მოგეცემათ თქვენი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება. თუმცა წლის განმავლობაში მოგიწევთ თანამშრომლებისა და კოლეგების მიმართ ტაქტისა და დიპლომატიის გამოჩენა. აქ ნუ გაჯიუტდებით რადგან კონფლიქტი ხელს შეგიშლით პროფესიული წინსვლისთვის.

♎სასწორი - სასწორისთვის ნორმალური წელია, თუმცა ამ წელს არ არის სასურველი უცხოელებთან კონტაქტი და საზღვარგარეთ გამგზავრება. სამაგიეროდ კარგია ეს წელიწადი ჯანმრთელობისთვის, პროფესიული და სასიყვარულო ურთიერთობებისთვის. ოჯახური ურთიერთობისთვის იდეალური პერიოდია.

♍მორიელი - საკმაოდ კარგი წელიწადია პირადი ურთიერთობისთვის, საოჯახო კავშირებისა და შვილებთან ურთიერთობისთვის. მორიელს წარმატების ყველაზე მაღალი შანსი სამშობლოში აქვს და არა ემიგრაციაში. ამასთან, თუ თქვენ წინდაწინ არ გათქვამთ ინფორმაციას, წელიწადი იქნება საკმაოდ კარგი.

♐მშვილდოსანი - 2022 წლის ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანია. მიუხედავად იმისა, რომ გიყვართ საზღვარგარეთ სიარული, მოგზაურობა და ტურები, უნდა იცოდეთ რომ ეს წელი სამშობლოსთან ურთიერთობისთვისაა ძალიან კარგი. აქ გაქვთ წარმატების მაღალი შანსი. გაუმჯობესდება ძმებთან, დებთან, მეზობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობა.

თუმცა მეტი დიპლომატია გმართებთ სასიყვარულო და საქმიან პარტნიორებთან, რადგან სარკაზმი არ გახდეს ურთიერთობაში განხეთქილების მიზეზი.

♑თხის რქა - წელიწადი არ არის ცუდი, თუმცა თხის რქებს მოეთხოვებათ ჯანმრთელობისა და პირადი ურთიერთობების მიმართ ყურადღების გამოჩენა. მოსალოდნელი კონფლიქტი და გაუგებრობა. სხვა მხრივ ფინანსებისა და კარიერის მიმართულებით ეს წელი ძალიან კარგია.

♒მერწყული - კარგია წელი ფინანსური და საქმიანი მიმართულებით, ორგანიზატორული ნიჭისა და ლიდერული თვისებების გამოსავლენად, თუმცა პირადი და სასიყვარულო კავშირები არც ისე კარგია. ყურადღება მიაქციეთ ოჯახის წევრებთან და შვილებთან ტაქტის გამოჩენას, შესაძლოა იყოს დაძაბულობა, ამასთან აუცილებელია ჯანმრთელობას, განსაკუთრებით კი კუჭის ზონას მიაქციოთ ყურადღება.

♓თევზები - მომავალ წელში ერთ-ერთი ფავორიტი ხართ, გამარჯვების პლანეტა მაისის ბოლომდე თქვენს ზოდიაქოს ნიშანში იმოძრავებს, შემდეგ ნოემბერ-დეკემბერში გექნებათ კარგი შანსები და ოქტომბრიდან მფარველი ანგელოზი, სელენა გადმოდის თქვენს ნიშანში და ძალიან საინტერესო პერიოდი გეწყებათ.

კარგი პერიოდია, როგორც პროფესიული წინსვლის კუთხით, ისე ფინანსურად. თუმცა წყალქვეშა დინებები გაქვთ ოჯახურ და სასიყვარულო კავშირებში, მიაქციეთ ყურადღება რომ არ დაძაბოთ მათთან ურთიერთობა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ლურჯ ვეფხვს თავისი ფავორიტები ეყოლება“ - მიხეილ ცაგარელი 2022 წლის იღბლიან ნიშნებს ასახელებს

🔵„არ ღირს პარტნიორისთვის საკუთარი მოთხოვნების, პირობების და ულტიმატუმების უხეშად წაყენება“ - ცაგარელის დღის რჩევა

🔵VIDEO: ასტროლოგი ასახელებს ზოდიაქოს 3 ნიშანს, რომელსაც ვეფხვის წელი პირად ცხოვრებაში განსაკუთრებულ იღბალს მოუტანს

🔵2022 წლის პროგნოზი კუროებისთვის - აი, თქვენ ნამდვილად უნდა გაამზადოთ შამპანური და ახალ წელს სიხარულით შეეგებოთ