მოერიდეთ კონფლიქტებს, არ ღირს კამათი და საკუთარი აზრის ჯიუტად მტკიცება, რადგან მაღალია პროვოკაციების ალბათობა.
პარტნიორული ურთიერთობა – მართალია, გაგიჩნდებათ მეტი თავისუფლების, დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილი, მაგრამ არ ღირს პარტნიორისთვის საკუთარი მოთხოვნების, პირობების და ულტიმატუმების უხეშად წაყენება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა ექიმის კონსულტაციის მისაღებად და მკურნალობის დასაწყებად, მოერიდეთ ზედმეტი სითხის, მწარე, მარილიანი საკვების და ალერგიის გამომწვევი პროდუქტის მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, ბეჟი და ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, აკვამარინი, ჟადეიტი და ფირუზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და მშვილდოსნისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს, ქალწულს, თხის რქას და თევზებს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵როგორი იქნება 2022 წელი ლომებისთვის?
🔵2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის
🔵„არ დაგეგმოთ არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი“ - მიხეილ ცაგარელი
🔵2022 წლის ფავორიტი ნიშნები კარიერასა და ფინანსებში
🔵ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს ახალ წელს გეგმების ჩაშლა ემუქრება
🔵ფრთხილად, ვეფხვი არ გააბრაზოთ - როგორ შევხვდეთ 2022 წელს და როგორი უნდა იყოს საახალწლო სუფრა?
🔵როგორი იქნება 2022 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - დეტალური პროგნოზი