Digest Logo

„ამ ყველაფრის შედეგებს 2025 წელს მოვიმკით“ - რა მოხდება 24 დეკემბერს?

1640170063
პლანეტები

ასტროლოგ ხათუნა ნოელის განცხადებით, მიმდინარე პერიოდი მძიმე ენერგიებით იქნება დახუნძლული. ნოელი წერს, რომ 24 დეკემბრიდან საფუძველი გრძელვადიან პროექტებს ჩაეყრება, რომელიც შედეგს 2025 წელს გამოიღებს.

„ურანისა და სატურნის დაძაბული ასპექტი სულ უფრო და უფრო მჭიდროვდება, რომ 24-ში მაქსიმალურად ზუსტი გახდეს. ურანი ასტროლოგიაში სიახლეებს, ინოვაციებს, ცვლილებებს და რევოლუციებს სიმბოლიზირებს. თუმცა ურიგო არ იქნება ისიც გავიხსენოთ, რომ ჯერჯერობით ურანი კუროს ნიშანში მოძრაობს, ეს კი მისი „დაცემის“ ნიშანია, აქ ურანს უჭირს საკუთარი ენერგიების სწორად გამოვლინება. კურო ცდილობს ძველი, ადაპტირებული კომფორტის ზონა შეინარჩუნოს.

თავის მხრივ, მერწყულის ზოდიაქოს ტერიტორიაზე მყოფი სატურნიც ვერ გრძნობს თავს ბოლომდე მშვიდად. მიუხედავად იმისა რომ მერწყული მისი მმართველობის მეორე ნიშნად მიიჩნევა, სატურნისათვის სრულიად მიუღებელია თავისუფლების ისეთი მოთხოვნილება, როგორიც მერწყულს ახასიათებს. სატურნი პირიქით - ბოჭავს, საზღვრებს ავლებს, წესებს ამკაცრებს.

ორი ასეთი ურთიერთწინააღმდეგობრივი ენერგიის

ჭიდილის ფონზე ჩაიარა ფაქტობრივად წელიწადმაც. დეკემბერში სატურნისა და ურანის ბრძოლის მესამე რაუნდი გვაქვს. პლანეტების ძალა თითქმის ისე, როგორც სპორტულ შეჯიბრებებში, ქულებით ფასდება და მინდა გითხრათ, რომ ჯერჯერობით სატურნი იგებს.

ახლა საჭიროა ახალ რელსებზე გადასვლა, სიახლის მიღება, ოღონდ გათვლილად, გაზომილად, პასუხისმგებლობების და მომავალი შედეგების გააზრებით. ახლა გრძელვადიანი პროგრამას უნდა ჩაეყაროს საფუძველი, რომლის პირველ სერიოზულ შედეგებს 2025 წელს მოვიმკით, ამ ორი პლანეტის ჰარმონიულ ასპექტზე.
ახლა კი სიფრთხილე მართებთ მათ, ვისაც მერწყულის, კუროს, ლომის ან მორიელის 11-12-13 გრადუსებზე რაიმე მნიშვნელოვანი ჰყავთ. აგრეთვე მათ, ვისაც რუკაში სატურნსა და ურანს ნებისმიერი ასპექტი აკავშირებთ ერთმანეთთან.

ზოგადი სურათი მსოფლიოში კი შეიძლება იყოს ასეთი - ეკონომიკური კრიზისის ახალ, გამწვავებულ ფაზაში შესვლა, მიწისძვრები 24 რიცხვის მიდამოებში, საშუალო რანგის პოლიტიკოსების და მაღალი რანგის ჩინოვნიკების სავარძლების ცვლა. სახელმწიფო მეთაურებს ჯერჯერობით ცვლილებები არ ეხებათ“, - წერს ხათუნა ნოელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵როგორი იქნება 2022 წელი ლომებისთვის?

🔵2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის

🔵„არ დაგეგმოთ არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი“ - მიხეილ ცაგარელი

🔵2022 წლის ფავორიტი ნიშნები კარიერასა და ფინანსებში

🔵რას უნდა ველოდოთ ცისფერი ვეფხვისგან - ასტროლოგი იმ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს ვისთვისაც 2022 წელი განსაკუთრებით კარგი იქნება

🔵ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს ახალ წელს გეგმების ჩაშლა ემუქრება

🔵ფრთხილად, ვეფხვი არ გააბრაზოთ - როგორ შევხვდეთ 2022 წელს და როგორი უნდა იყოს საახალწლო სუფრა?

🔵როგორი იქნება 2022 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - დეტალური პროგნოზი