მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 09:00-დან 11:37 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
აკონტროლეთ ემოციები, არ ღირს უმიზეზოდ გაბრაზება და ახლობლებზე განაწყენება.
შეძლებთ რთულ საკითხებში გარკვევას და მათ გადაწყვეტას, არაა გამორიცხული გაიგოთ ახალი ამბავი ან მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რადგან მხოლოდ მასზე დაყრდნობით შეძლებთ სწორი და მართებული გადაწყვეტილების მიღებას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, უცხოელი პარტნიორების შეძენისა და საზღვარგარეთ კაპიტალის დასაბანდებლად, ხელშეკრულებებისა და ფინანსური გარიგებების გასაფორმებლად, სპორტული აქტივობისა და ლაშქრობების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, ლაზურიტი, სერდოლიკი, საფირონი და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მორიელს და თხის რქას.
✅აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵ზოდიაქოს ნიშნები 2022 - ვინ რა არ უნდა გააკეთოს ამ წელს, რომ პრობლემები აღარ შეექმნას
🔵რომელი ქვა იტვირთავს თილისმის ფუნქციას ზოდიაქოს ნიშნებისთვის 2022 წელს
🔵ზოდიაქოს ნიშნები 2022 - ვინ რა არ უნდა გააკეთოს ამ წელს, რომ პრობლემები აღარ შეექმნას