Digest Logo

„ენდეთ საკუთარ ინტუიციას, არაა გამორიცხული გადაჭრათ რთული საკითხები“ - დღის რჩევა

1641449275
ცაგარელი, ასტროლოგი

მიაქციეთ ყურადღება მინიშნებებს. მაგალითად, ზურგის ქარი სამყაროს მხარდაჭერის მანიშნებელი გახდება. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, არაა გამორიცხული გადაჭრათ რთული საკითხები, ან მოულოდნელად მოაგვაროთ ძველი პრობლემები.

არ ღირს ფარულად მოქმედება, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამჟღავნდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად, კონტრაქტების და ფინანსური ხელშეკრულებების გასაფორმებლად, მცენარეების დარგვისა და გადარგვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება ან სამსახურის მოძიება, სესხის აღება და ფულის ვალად გაცემა.

ჯანმრთელობა გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისთვის, კირჩხიბისა და მორიელისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და მერწყულს.

აგრეთვე წაიკითხეთ

🔵„არ გაბედოს და ვიღაცამ ვიღაცას არ დაურეკოს საპატრიარქოში, ეს გიჟი მღვდელი გააჩუმეთო“ - მამა პეტრე

🔵„ქალი, რომელიც ყველას უყვარდა “ - ნელი გობეჯიშვილი გარდაიცვალა

🔵„იძინეთ, იძინეთ... საცივიც ახლიდან გააკეთეთ და გოზინაყიც“ - ინგა გრიგოლია ოპოზიციას მიმართავს

🔵რა ფოტო გამოუქვეყნა ია ფარულავას ყოფილმა ქმარმა

🔵ციციშვილის კლინიკაში კოვიდით 4 თვის ჩვილი დაიღუპა