Digest Logo

„ეს ის ერთიანობაა, რომელშიც საკუთარ თავს ვკარგავთ და წინ გზას ვეღარ ვხედავთ“ - რას პროგნოზირებს ასტროლოგი

1638561388
ასტრლოგი დავით ნიბლაძე

ასტროლოგი დავით ნიბლაძე წერს, რომ 2029 წლამდე დაბნელებას მშვილდოსანში ვეღარ ვიხილავთ. მისი თქმით, ცვლილებები, რომელიც დაბნელებებს მოაქვს, ხშირად ხდება ემოციური კრიზისის მიზეზი.

„4 დეკემბერს დაბნელებას მშვილდოსანში 2029 წლამდე ვემშვიდობებით. 2020 წლის ივნისიდან ამ დრომდე მშვილდოსანი-ტყუპების ღერძზე დაბნელება არაერთხელ გამოვიარეთ.

მზად ხარ, მთელი ამ დროის განმავლობაში მიღებული გამოცდილება დასკვნის სახით შეკრა, გასაშვები ბოლომდე გაუშვა და რეაბილიტაციის პროცესი ცნობიერად გაიარო?

ახალი მთვარე და დაბნელება მერკურთანაა შეერთებაში, რაც სწორედ ჩვენი გონების ძალასა და შეფასება-ანალიზის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ცვლილებები, რომელიც დაბნელებებს მოაქვს, ხშირად ხდება ემოციური კრიზისის მიზეზი.

განვიცდით, ვღელავთ, გვტკივა ყველა ის მომენტი თუ ადამიანი, რისი და ვისი გაშვებაც გვიწევს, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ვაღიარებთ, რომ ეს ბუნების კანონია, შეუქცევადი პროცესია და ვიღებთ, ვეგუებით, ვაქცევთ მოვლენებს გამოცდილებად და უფრო ძლიერები, დამოუკიდებლები ვაგრძელებთ ცხოვრებას. ამ პროცესში ვხედავთ და ვაღიარებთ ჩვენს სისუსტეებს, ვამჩნევთ იმას, რის დანახვასაც დიდი ხნის განმავლობაში გავურბოდით, ვიღებთ რეალობას და უფრო გულწრფელადაც ვესაუბრებით საკუთარ თავს.

ნეპტუნთან დაძაბული ასპექტი ის ემოციებია, რომელიც ქაოსსა და გაურკვევლობას ქმნის. ეს ის ერთიანობაა, რომელშიც საკუთარ თავს ვკარგავთ და წინ გზას ვეღარ ვხედავთ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მშვილდოსანს იუპიტერი მართავს, პლანეტა, რომელიც ოპტიმიზმს, რწმენასა და სილაღეს უკავშირდება. საკმაოდ რთული ორი წელი გავიარეთ ბევრი დანაკარგით, თუმცა რაც არ უნდა მომხდარიყო, გახსოვდეს, რომ წინ უამრავი ბედნიერი მომენტით და შანსებით სავსე დღე გელოდება.

დაიბრუნე შენი თავის, ღმერთის, სამყაროს რწმენა და იზრუნე საკუთარ თავზე. შეხედე ცხოვრებას უფრო გლობალურად, დაინახე შენი ცხოვრების სურათი და თუ სცენარი არ მოგწონს, 4-ში დილითვე აიღე ფურცელი და კალამი და შენი ცხოვრების კადრები შენივე სცენარით დაწერე. რა მოგანიჭებს ბედნიერებას? რისი კეთება გსურს? როგორი იქნება შენი ყოველდღიურობა, მაშინ, როცა ყველაზე ბედნიერი იქნები? რა იქნება შენი ძლიერი მხარეები? რა საკითხებზე მოგმართავენ ადამიანები რჩევისთვის?

მშვილდოსანში დაბნელებას მზის სრული დაბნელებით ვხურავთ 12°21-ზე. ახალი მთვარის პიკი: 11:42სთ.
დაბნელებას საქართველოდან ვერ დავინახავთ. თუ იმასაც შეავლებ თვალს, შენს რუკაში აღნიშნული გრადუსი რომელ სახლში ხვდება, იმასაც მიაგნებ, ცხოვრების რომელ სფეროში გაქვს ახალი ეტაპის დაწყების შანსი
წარმატებულ და ბედნიერ წლის დასასრულს გისურვებთ!“, - წერს დავით ნიბლაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„გასკდა გული, ორსულებო აიცერით, გთხოვთ!“ - ბიძინა კულუმბეგოვი გარდაცვლილ ორსულზე

🔵„დიახ ეს წყევლაა... 13 წლის წინანდელი წინასწარმეტყველების ასრულებამდე ცოტა დრო დარჩა“ - ლელა კაკულია

🔵„24 წლის იყო, სულ რაღაც 24 წლის... ყველაზე დიდი სიმდიდრე - უზარმაზარი ნიჭი დაჰქონდა თან“ - რას წერენ გარდაცვლილ დავით ჯინჭარაძეზე

🔵„68 წლის ჯან-ღონით სავსე ქალი აუცრელობამ შეიწირა... რომელიმე „კოვიდ ფაშიზმთან მებრძოლი” თუ შესულხართ კლინიკაში და გინახავთ როგორ იხჩობა ხალხი“ - ირმა ცქიტიშვილი

🔵„გული გამიქვავდა მეგი... ორი შვილის დედა ხარ, ჯერ წინ გქონდა კიდე ბევრი ბედნიერება“ - ვინ იყო 25 წლის ორსული, რომელიც კორონავირუსმა იმსხვერპლა

🔵კორონავირუსით ბათუმში 25 წლის ორსული გარდაიცვალა

🔵„ჯერჯერობით შეუძლოდ ვარ... თუ გადავრჩი რამდენიმე საქონელს საკადრის პასუხს გავცემ“ - რეზო ამაშუკელი