Digest Logo

„68 წლის ჯან-ღონით სავსე ქალი აუცრელობამ შეიწირა... რომელიმე „კოვიდ ფაშიზმთან მებრძოლი” თუ შესულხართ კლინიკაში და გინახავთ როგორ იხჩობა ხალხი“ - ირმა ცქიტიშვილი

1638538722
ირმა ცქიტიშვილი

პიარისა და სტრატეგიული კომუნიკაციის სპეციალისტi - ირმა ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ დღეს კოვიდმა 68 წლის ქალი იმსხვერპლა, რომელიც კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ იყო.

„დღეს უკარგესი ადამიანის დედა დაასაფლავეს. 68 წლის ასაკში გარდაიცვალა კოვიდით. აცრილი არ იყო, რადგან ანტივაქსერების რჩევების და პროპაგანდის მსხვერპლი გახლდათ!

აქ კი წერენ შეაჩერეთ „კოვიდფაშიზმიო! “. მიგზავნიან საშინელ ვიდეოებს და სულელურ სტატიებს!

რას ნიშნავს ეს? აცრაა ფაშიზმი ? თუ აცრის საწინააღმდეგო მოწოდებები? დღეში 70-80 ადამიანს ვკარგავთ ! როგორ უნდა მისცე თავს უფლება, რომ ამ ფონზე ვინმეს აცრის საწინააღმდეგო მოსაზრება მოახვიო? ან გააპროტესტო არსებული რეგულაციები?

თუ დაგითვლიათ, რამდენი ადამიანი შეიწირა ამ თქვენმა აცრის საწინააღმდეგო აგიტაციამ!?
ერთი თვე, რომ კლინიკაში დედას და მამას სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძოდი, რომელი თქვენგანი დამეხმარა ?

ისევ ექიმებმა მიშველეს და დროულად ჩატარებულმა აცრამ! 82 წლის ასაკში, უმძიმესი ანამნეზით ჩემმა მშობლებმა კოვიდი დაამარცხეს, 68 წლის ჯან-ღონით სავსე ქალი კი აუცრელობამ შეიწირა!

რატომ უნდა დაგიჯეროთ თქვენ და თქვენს უგულო მოწოდებებს და არა ექიმებს, რომლებიც 24 საათი იბრძვიან ჩვენი ახლობლების გადასარჩენად! რომელიმე ამ „კოვიდფაშიზმთან მებრძოლი” თუ შესულხართ კლინიკაში და გინახავთ როგორ იხჩობა ხალხი, როგორ იხვეწებიან რომ გადაარჩინონ ან როგორ ნანობენ აუცრელობას !
მიდით, შედით და გაამხნევეთ ! კიდევ ერთხელ მოუყევით რა კარგია რომ აცრა არ გაიკეთეს! რა კარგია რომ სიკვდილი დასტრიალებთ თავზე და ჯოჯოხეთში არიან !

ვერ გაბედავთ ამის გაკეთებას! არასდროს არ ვიქნები სიკვდილის და სიბნელის მხარეს! მხოლოდ სიცოცხლე და ბოროტებაზე გამარჯვებაა ის ადგილი სადაც მე ვდგავარ !“, - წერს ირმა ცქიტიშვილი.


ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„გული გამიქვავდა მეგი... ორი შვილის დედა ხარ, ჯერ წინ გქონდა კიდე ბევრი ბედნიერება“ - ვინ იყო 25 წლის ორსული, რომელიც კორონავირუსმა იმსხვერპლა

🔵კორონავირუსით ბათუმში 25 წლის ორსული გარდაიცვალა

🔵„ჯერჯერობით შეუძლოდ ვარ... თუ გადავრჩი რამდენიმე საქონელს საკადრის პასუხს გავცემ“ - რეზო ამაშუკელი

🔵„და რომ ძმას იტირებს, იმ ადგილზე ბალახი აღარ ამოდისო“... როგორ მინდა ეს სიმწარე გაგინელო, ეს ჭრილობა დაგიამო“ - ხათუნა ხოფერია ინაშვილს მიმართავს

🔵„მე რომ მივალ მასთან, რა ვკითხო - კანსტანტინ, როგორ ხარ -მეთქი? რა უნდა მიპასუხოს - ბონდო ბიძია, აღარ ვარო?! რატომ აღარ ხარ“ - ბონდო მძინარაშვილის ემოციური წერილი

🔵VIDEO: „პატარამ ძალიან იჩქარა და იქ მყოფი ადამიანები ქვეყნად ყველაზე დიდი სასწაულის მომსწრე გაგვხადა“ - რა მოხდა ჩაჩავას კლინიკაში

🔵„სანამ ქვეყანა ფიქრობს, რომ დიქტატორის სისულელეების მოსმენა არის მთავარი საქმე...“ - რას წერს ზაზა წერეთელი