საქართველოს ფუტსალის ლიგის მოთამაშე დავით ჯინჭარაძე ტრაგიკულად გარდაიცვალა. ის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდის და საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრი იყო. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში აღნიშნული უნივერსიტეტი გამოეხმაურა.
„ადამიანად ყოფნის სევდა...
ყველაფერი შეიძლება წავართვათ ადამიანს - სიმდიდრე, ნიჭი, სამშობლო და ასე შემდეგ, მაგრამ ვერავის წავართმევთ სიკვდილსო, ჰაიდეგერი წერდა...
ჩვენი დავით ჯინჭარაძის შემთხვევაშიც ასე მოხდა... სიკვდილი ვერ წავართვით და სიკვდილს ვერ წავართვით...
არადა, ყველაფერი ჰქონდა - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი, ფუტსალის კლუბის წევრი...
2020-2021 წლის სეზონის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე... სწორედ მისი დამსახურებით გახდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ისტორიაში პირველად, ქვეყნის ჩემპიონი... ეროვნული ნაკრების კანდიდატობაც მოასწრო...
24 წლისა იყო, სულ რაღაც 24 წლისა... ყველაზე დიდი სიმდიდრე - უზარმაზარი ნიჭი დაჰქონდა თან...
ბევრს ველოდით... ძალიან ბევრს დავით ჯინჭარაძისგან, მაგრამ „ადამიანად ყოფნის სევდამ“ წაიყვანა თან“, - წერია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის განცხადებაში.
ცნობისთვის, მომხდარი ტრაგედიის გამო ფუტსალის ლიგის მე-6 ტურის მატჩები 3 დეკემბერს არ გაიმართება.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵კორონავირუსით ბათუმში 25 წლის ორსული გარდაიცვალა
🔵„ჯერჯერობით შეუძლოდ ვარ... თუ გადავრჩი რამდენიმე საქონელს საკადრის პასუხს გავცემ“ - რეზო ამაშუკელი