ივლისის დადგომასთან ერთად სხვადასხვა გვერდები და ასტროლოგები, ამ თვის კოსმიური ენერგიის შესახებ აქვეყნებენ პროგნოზს. ამჯერად Lakshmi Birthstone ივლისის თვეს ფენშუის მიხედვით განიხილავს.
ამ პოსტში აღნიშნულია რომ თვის განმავლობაში ცვლილებებია მოსალოდნელი. ამასთან დეტალურადაა მოცემული თვის კონკრეტული დღე და რიცხვი რისთვის არის კარგი და პირიქით.
„მეტაფიზიკური ივლისი იგივე თხის თვე 7 ივლისიდან 6 აგვისტომდე გასტანს.
ეს იქნება წლისა და თვის ენერგიების სრული შეჯახების ენერგიებით დატვირთული თვე.
მობაკუნდება ხის სტიქიის თხა და მთელი ივლისის მანძილზე აქტიურად შეეცდება შეტევა განახორციელოს წლის მმართველ ლითონის ხარზე.
შეჯახება ყოველთვის არის ცვლილებები, გადატრიალებები, აზრთა სხვადასხვაობა, გარემოებების ცვლილება და მოძრაობა. შედარებით მშვიდი ივნისის შემდეგ საკმაოდ საგრძნობი და შესამჩნევი იქნება ივლისის თვის ურთიერთკონფლიქტური ენერგიები, რომლებიც მკაფიოდ ვლინდება, როგორც ზეციურ ასევე მიწიერ განშტოებებში . ზოგადად ყველაზე უარეს შემთხვევაში, შეჯახების ენერგია ქმნის ჯანმრთელობის პრობლემებს, კონფლიქტებს და რაიმეს ნგრევას.
ამ თვის სვეტი ახდენს 2015 წლის ენერგიების დუბლირებას. აბა, გაიხსენეთ რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში ხის სტიქიის თხის წელს - ტენდენციები სავარაუდოდ იგივე იქნება ამჯერადაც. უბრალოდ უფრო მოკლე - ერთი თვის პერიოდით.
იმისათვის, რომ ეს ენერგია გადავათამაშოთ ჩვენთვის მომგებიან, სასარგებლო და კონსტრუქციულ ვერსიაში, უმჯობესია თავად განვსაზღვროთ გეგმა გარკვეული ცვლილებების, გადაადგილებისა თუ მოძრაობაში ყოფნის.
მაგალითად, ეს შესაძლოა იყოს აუცილებელი კოსმეტიკური რემონტი ან ხანმოკლე მოგზაურობა.
მოკლედ, თავად დაიწყეთ რაიმე სახის ცვლილებები, რათა თვის შეჯახების ენერგიები თავად არ დაგაცხრეთ თავს ყველაზე შეუსაბამო მომენტში და ყველაზე არასასურველი ფორმით.
ინური ლითონისა და ინური ხის კონფლიქტი, როგორც წესი ზრდის შეზღუდვის, „გაკრეჭისა და შეთხელების“ ერთგვარ ტენდენციების. იმისათვის, რომ მწვანე გაზონი სასიამოვნოდ გამოიყურებოდეს, ის უნდა გაიკრიჭოს და გალამზდეს, ხომ? ამიტომ იზრუნეთ რაიმეს დიზაინსა და მოწესრიგებაზე, განსაკუთრებული ყურადღება კი მიაქციეთ მცირე დეტალებს.
თხისა და ხარის შეჯახება მიწიერ განშტოებაში ნეგატიური კუთხით ვლინდება მუდმივი შფოთვის, გადატვირთვის და თავისუფლების შეზღუდვის შეგრძნებით. ამ ენერგიების პროფილაქტიკის მიზნით, შეეცადეთ შეასრულოთ მიწის სამუშაოები, იზრუნოთ თქვენი წინაპრების საფლავებზე, დაკავდეთ მცირე შეკეთებებითა და სამზადისებით.
⠀
განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ მათ, ვის ბარათშიც წარმოდგენილია ძაღლი (წელი, თვე, დღე ან საათი). ფორმირდება ე.წ. ეგრეთ „მიწიერი სასჯელი“ , რამაც შეიძლება გაამძაფროს ისედაც რთული ენერგეტიკული სურათი.
საკმაოდ საყურადღებო თვეა ჯანმრთელობის თვალსაზრისით. მაქსიმალურად მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს!
ეს ის თვეა, როდესაც აუცილებელია,როგორც მინიმუმ პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება მაინც!
განსაკუთრებით დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებიან ისინი ვისაც აწუხებს ავტოიმუნური დაავადებები: კეთილთვისებიანი წარმონაქმნები, კისტები, ცისტები, წამონაზარდები, დაბალი იმუნიტეტი, ასევე ორგანოები და სხეულის ნაწილები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვენ:
კისერი ან ხერხემალი
ფარისებრი ჯირკვალი
სასუნთქი ორგანოები
სახსრები და მყესები
ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი
რეპროდუქციული ორგანოები ქალებსა და მამაკაცებში
ნუ დაელოდებით, სანამ ძალიან აგტკივდებათ, მიდით ექიმთან და იმოქმედეთ წინსწრებით. დარწმუნებული ვარ,რომ ბევრ თქვენთგანს ეტყვიან რომ „სულზე მიუსწარით“ უმძიმესს დიაგნოზსა და შედეგს.
მიდით დროულად, ეს სავალდებულოა ივლისში!
მით უფრო თუ ბა-ძის რუკის სვეტებში უკვე გაქვთ წარმოდგენილი ხის ხარის -乙丑, ხის თხის - 乙未, ლითონის ხარის - 辛丑, ან ლითონის თხის 辛未 - კომბინაციები.
დაისვენეთ ჩვეულებრივზე მეტად, ეცადეთ
გაგრილდეთ, დალიეთ მეტი სუფთა წყალი
თავი მოარიდეთ ხალხმრავალ ადგილებს !!!
და რასაკვირველია გაითვალისწინეთ ამ თვის ფენ-შუის ტენდენციები, რათა დაიცვათ თავი მაქსიმალურად და არ აღმოჩნდეთ ნეგატივის ეპიცენტრში.
⠀
თუ თქვენი დაბადების წლის ბოლო რიცხვი 0, 4 და 8 - თქვენთან „კეთილშობილი ადამიანის“ ენერგია მოვა თხასთან ერთად, რაც შეგიმსუბუქებთ ყველა ზემოთთქმულ გარემოებას. პირიქით, უფრო თამამდ შეგიძლიათ მიმართოთ მეგობრებს, მენტორებსა და უფროსებს დახმარებისთვის.
ასევე, თუ თქვენ დაიბადეთ აგვისტოში ანუ მაიმუნის თვეში, თქვენთვის აქტიურდება „ზეციური მკურნალის ვარსკვლავი“, რომელიც სასიკეთო და წარმატების მომტანია ნებისმიერი ტიპის მკურნალობისათვის,
⠀
თუმცა ცალსახად გეტყვით, რომ აბსოლუტურად ყველასთვის არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეებისა და მნიშვნელოვანი შეხვედრების ჩანიშვნა თვისა და დღის ენერგიის კონფლიქტის დღეებში.
როგორიცაა:
2021 წლის 3, 16 და 28 ივლისი.
6, 14 ივლისი კარგი დღეა სწავლისა და მკურნალობის დასაწყებად, ასევე სასიკეთოა ნებისმიერი გეგმის დასახვისთვის.
⠀
18 და 30 ივლისი წარმატების დღეებია, ყველაზე მეტად ხელსაყრელი. თუმცა არ არის შესაფერისი მამლის წელს დაბადებულთათვის.
⠀
8, 20 ივლისი და 1 აგვისტო - გახსნის დღეები. ამ დღეებში ხელსაყრელია გრძელვადიანი პროექტების დაწყება და ოფიციალური გახსნის ჩატარება. არ არის შესაფერისი ღორის წელს დაბადებულთათვის.
⠀
თვის არასასურველი თარიღები
10, 16, 22, 28 ივლისი და 3 აგვისტო - არ არის შესაფერისი ახალი ბიზნესის დასაწყებად, კონტრაქტების ხელმოსაწერად, ქონების შესაძენად, ქორწილებისთვის.
5,6,9,10,16,21,22,28 და 30 ივლისი - დღეები ავადობის ვარსკვლავით. ნუ დანიშნავთ კოსმეტოლოგთან ან ექიმთან ვიზიტებსა და გეგმურ ოპერაციებს. ნუ მოინახულებთ ავადმყოფებს, რადგან მაღალია ინფიცირების რისკი.
11,17 და 29 ივლისი - დანაკარგების დღეებია. ნუ წამოიწყებთ რემონტს, მშენებლობას, მოგზაურობას ამ დღეებში.
⠀
18 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება ე.წ „მიწის პერიოდი“, ეს კი გახლავთ ერთგვარი სტაგნაციის პერიოდი, რომელშიც არ არის ხელსაყრელი მშენებლობის დაწყება და მომავალი საცხოვრებლის საძირკვლის ჩაყრა.
⠀
მომზადეთ ცვლილებებისთვის, იაქტიურეთ, იმოგზაურეთ, დაეგმეთ მივლინებები, შეიცვალეთ გარემო ან არსებულ გარემოში შეცვალეთ რამე. მოკლედ, დაგეგმეთ მოვლენები თავად, რათა არ აღმოჩნდეთ იძულებით გარემოებებში, რაც დამეთანხმეთ არც თუ ისე სასიამოვნოა! სიკეთით სავსე წინდახედული ივლისი თქვენ “.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ცოტაც მოითმინეთ და 10-დან კოსმოსი კარგ ამბებს გპირდებათ - ხათუნა ნოელი